უნდა გვახსოვდეს, რომ მოსწავლის ქცევის კოდექსის მე-7 მუხლის მიზანია მოსწავლის ქცევის რეგულირება სკოლაში. ყოველთვის, როდესაც ვსაუბრობთ უფლებებზე, იქვე არსებობს მოვალეობებიც. თითოეული ჩვენგანის მოავალეობა კი სხვისი უფლებების დაცვაა.
მოსწავლეს უფლება აქვს :(მოკლე ჩამონათვალი )
- მიიღოს განათლების სამინისტროს სტანდარტებით გათვალისწინებულის ყველა ტიპის მომსახურება;
- ისწავლოს უსაფრთხო გარემოში;
- მოითხოვოს ბავშვთა უფლებების დაცვა;
- მონაწილეობა მიიღოს მოსწავლეთა თვითმართველობაში
- პატივს სცემდნენ მის უფლებებსა და ღირებულებებს
- გულიხმიერად მოეკიდოს თავის მოვალეობებს;
- დაიცვას მოსწავლეთა ქცევის კოდექსი;
- დაემორჩილოს სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ წესებს
- პატივი სცეს სკოლის ტრადიციებს;
გარდა იმისა, რომ დისციპლინური სახდელი არ უნდა შეურაცხოფდეს მოსწავლეს.
ჯანსაღ სასწავლო გარემოს ქმნიან მასწავლებლები, ამიტომაც არის, რომ ამ უკანასკნელთ, როგორც კანონი , ისე ეთიკის კოდექსიც, განსაკუთრებით ავალდებულებს მოსწავლის პატივისა და ღირსების დაცვას.
"ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 და მე-20 მუხლები კრძალავს ძალადობას სკოლაში როგორც მოსწავლის, ისე ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. კანონმდებლობა ძალადობად მოიაზრებს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც. სწორედ ამიტომ კანონმდებელი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სკოლაში მსგავსი ტიპის ძალადობის დაუშვებლობას.
ამავე კანონის მე-12 მუხლის მიხედვით კი : " მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს უფლება აქვთ, თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლისა და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება.
სკოლა საჯარო დაწესებულებაა, რომელსაც აქვს ქცევის რეგლამენტირებული წესები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა როგორც მოსწავლისათვის, ისე მასწავლებლისა და მშობლისათვის.
ყოფილა შემთხვევა , როდესაც მოსწავლეს გაუსაჩივრებია თავისი ნიშანი (ქულა) რამეთუ მასწავლებელს უმიზეზოდ დაეწერა მისთვის დაბალი ნიშანი (ქულა). ამას კი არეგულირებს "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლი, რომლის მიხედვითაც "სკოლა ვალდებულია , მიიღოს ყველა გონივრული ზომა მოსწავლის ცოდნის სამართლიანი შეფასების უზრუნველსაყოფად.
მოსწავლეებმა უნდა ვიცოდეთ ჩვენი უფლებები და მოვალეობები, რადგან რაიმე ზეწოლის ან სხვა სახის დისკრიმინაციის შემთხვევაში მოვახერხოთ თავის დაცვა.
No comments:
Post a Comment