სიტყვის თავისუფლების დაცვის ვალდებულება საქართველეოს მე-19 მუხლშია ჩამოყალიბებული, იმავე კონსტიტუციაში ნათლადაა მითითებული, რომ "მასობრივი ინფორმაციის საშვალებები თავისუფალია, ხოლო ცენზურა -დაუშვებელი". ცენზურა ანუ სახელმწიფოს კონტროლი ინფორმაციაზე.
სიტყვისა და აზრის თავისუფლება დემოკრატიული წყობილების საფუძველია, რომლის გარეშეც სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება შუძლებელია. ადამიანისათვის სიტყვისა და აზრის თავისუფლება უზრუნველყოფს მის პიროვნულ თავისუფლებისა და თვითრეალიზებას.
კონსტიტუციის მე-19 მუხლის გათვალისწინებით:
- დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვისა და აზრის გამო;
- დაუშვებელია ადამიანის იძულება, გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.
"ჩვენი თავისუფლება დამოკიდებულია პრესის თავისუფლებაზე და მისი შეზღუდვა მის დაკარგვას ნიშნავს" - თომას ჯეფერსონი.
ზოგჯერ ადამიანებს ერთმანეთის მოსაზრებების ზეგავლენით სტერეოტიპები უყალიბდებათ.სტერეოტიპი არის წინასწარგანწყობა , რომლიც ფაქტებსა და მსჯელობას არ ეყრდნიბა.სტერეოტიპების ჩამოყალიბებას ზოგჯერ მასობრივი ინფორმაციის საშვალებებიც უწყობს ხელს. ამიტომაც არსებობს ცენზურა, რათა სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელებისას, იყოს დაცული ზღვარი , რადგან არ მოხდეს სხვისი ინტერესებისა და უფლებების დარღვევა.
სიტყვისა და აზრის თავისუფლებით სარგებლობს ყველა ადამიანი, ვისაც სურს გამოთქვას ან გამოხატოს საკუთარი აზრი.მაგრამ არსებობს საზღვრები , რომელთა დარღვევაც ისჯება. კერძოდ კანონი კრძალავს : ცილისწამებას , შეურაცხყოფას, მუქარას და ა.შ
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია სიტყვისა და აზრის თავისუფლების შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.
ინფორმაციის თავისუფლებას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების ჩამონათვალში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
ინფორმაციის თავისუფლება - ეს არის უფლება მივიღოთ ინფორმაცია, მეორე მხრივ კი ინფორმაციის თავისუფლება არის აზრის გამოხატვის უფლების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი და გულისხმობს ინფორმაციის გავრცელების უფლებას. ინფორმაციის თავისუფლება არის აზრის გამოხატვის უფლების წინაპირობა, რადგანაც იმისთვის ,რათა ადამიანს ჩამოუყალიბდეს ობიექტური ხედვა ამა თუ იმ საკითხის მიმართ , საჭიროა პირველ რიგში , მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია.
ინფორმაციის თავისუფლების უპირველესი გარანტი საქართველოს კონსტიტუცია და მის საფუძველზე მიღებული კანონებია.
ამონარიდი საქართველოს კონსტიტუციიდან:
- "ყოველ ადამინს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია"
- "ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან , არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ამ ადამიანის თანხმობის გარეშე."
- "ადამიანს უფლება აქვს მიიღოს სრული და ობიექტური ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ."
No comments:
Post a Comment