ქალსა და მამაკაცს აქვს თანაბარი უფლება, შესაძლებლობა და პირობა მიიღოს მონაწილეობა სოციალურ , ეკონომიკურ , კულტურულ პროცესებში და ისარგებლოს საზოგადოებრივი შესაძლებლობებით. გენდერული თანასწორობა არ ნიშნავს ქალისა და კაცის იგივეობას. პირიქით ეს არის დემოკრატია ,როდესაც ადამინებს აქვთ სხვადასხვა შეხედულებები , მიზნები , ინტერესები , თუმცა ისინი სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით და აქვთ ერთნაირი პასუხისმგებლობები და მოვალეობები.ამის მიუხედავად საქართველოში ვთვლი , რომ გენდერული თანასწორობა არ არის დაცული. ამის თვასლსაჩინო მაგალთია თუნდაც საქართველოს პარლამენტი.სადაც 150 დეპიტატიდან მხოლოდ 17 ქალია. მაგრამ შემიძლია მოვიყვანო მაგალითები ჩემი ცხოვრებიდანაც :
ქალთა უფლებებით სუსტი სქესის ადამიანები დაინტერესდნენ XX საუკუნეში. ქალებმა გადაწყვიტეს დაეცვათ მათი უფლებები. ჩნდებოდა სხვადასხვა მოძრაობები , რომლებიც მიზნად ისახავდა ქალთა და მამაკაცთა თანაბარუფლებიანობასა და ქალთა უფლებების დაცვას.
ქალის უფლებების განხორციელებას , წინ ეღობება საზოგადოებაში გავრცელებული და დამკვიდრებული სტერეოტიპები და ტრადიციები. ქალის ადამიანის უფლებები მიეკუთვნება მესამე თაობის ე.წ. კოლექტიური უფლებებს. ქალის ადამიანის უფლებების დამცველ ძირითად დოკუ ენტს წარმოადგენს კონვენცია " ქალის მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ ", რომელიც მიღებული იქნა გაეროს მიერ 1979 წელს.
არსებული სტერეოტიპები დიდ პრობლემას წარმოადგენს. ის გვხვდება ყოვედღიურ ცხოვრებაში. არვიცი რატომ მაგრამ დღემდეა , რომ ქალი ასოცირდება მხოლოდ დედასთან , რომელმაც უნდა აღზარდოს შვილი მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში და ქალი უნდა იყოს კუხნაში. თუმცა ერთის მხრივ ეს არის მისი არჩევანი მაგრამ ხშირად ეს ხდება რაიმე ზემოქმედების დროს , მაგალითად რაიმე სახის ძალადობის დროს ან უბრად გამოსავალი ამის გარდა არ არსებობს. ვთვლი , რომ სკოლებში და ასევე ოჯახშიც უნდა ხდებოდეს ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლება და მეტი ინფორმაციის მიწოდება მათთვის. უცოდინარობისა და თავის მხრივ ტრადიციების გამო ხდება თუნდაც ადრეული ქორწინება. ამ დროს ისინი ვერ აცნობიერებენ ,რომ ეს ქორწინება მთელ მათ მომავალს განსაზღვრავს. ამას მოყვება ხშირად ოჯახური ძალადობა სადაც შესაძლოა არც კი იცოდნენ თუ რა არის გენდერული თანასწორობა ან ქალთა უფლებები .
თავდაპირველად ყველამ უნდა იცოდეს თავისი უფლება ,რადგან შემდგომში ამ უფლების დარღვევის შემთხვევაში მოახერხოს მისი დაცვა.

No comments:
Post a Comment