ასე თუ ისე ყველას გვსემიანია "ოჯახურ ძალადობაზე". სამწუხაროდ დღემდე არსებობს სტერეოტიპი , რომ ოჯახური ძალადობა არ არის სხვისი საქმე და ცოლ-ქმრის საქმეში ჩარევა დაუშვებელია და ის მხოლოდ მათი მეშვეობით უნდა მოგვარდეს. მსხვერპლი რომელიც ხშირ შემთხვევაში ქალი ან ბავშვია, იძულებულია გაჩუმდეს და მოითმინოს ყოველივე, რადგან თუნდაც არ უნდა , რომ დაენგრეს ოჯახი და ა.შ. ოჯახში ქალზე ძალადობის დროს ხდება ამვდროულად ბავშვზე ფსიქიკური ძალადობა, რომელიც მის ფსიქიკაზე ცუდად მოქმედებს.
იმის დასტურად რომ ოჯახური ძალადობა მხოლოდ ოჯახის საქმე არ არის , საქართველოს პარლამენტმა 2006 წელს მიიღო კანონი " ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ ". რომლის თანახმადაც ოჯახში ძალადობის კრიმინალად აღიარება მოხდა. ამ კანონის მიუხედავად ,ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ მყარადაა დამკვიდრებული მოსაზრება, რომ ოჯახური კონფლიქტები ოჯახშივე უნდა გვარდებოდეს და იქვე უნდა რჩებოდეს.
ასევე ოჯახური ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლნი არ მიმართავენ სამართალდამცავებს, რისი მიზეზიც სირცხვილი, მოძალადისგან შურისძიება ან ნათესავებისაგან განკიცხვის შიშია.
ჩვენ ვერ ვაიძულებთ თვითმხილველებს , ოჯახური ძალადობის შემთხვევაში მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან არ გავაქვს შესაბამისი კანონი. ამის მიუხედავად აუცილებლად უნდა მივმართოთ საპატრულო პოლიციას, რადგან ამით შესაძლოა ამ ადამინის სიცოცხლის კი ვიხსნათ.
შინაგას საქმეთა სამინისტროს ონფორმაციით ,2013 წელს ოჯახური ძალადობის 1578 ფაქტი დაფიქსირდა და აქედან შემაკავებელი ორდერი მხოლოდ 204 ფაქტზე გამოიცა. ამატგან მსხვერპლი უმეტესად ქალი იყო.
სატატისტიკური მონაცემებით ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხშირ შემთხვევაში ქალები არიან. თუმცა დღესდღეისობით ასერსებობს ორგანიზაციები რომლებიც ცდილობენ მალევე მოახდინონ რეგირება ამგვარი ფაქტის არსებობის შემტხვევაში.
No comments:
Post a Comment