Wednesday, April 27, 2016

ინტერვიუ ციხისძირის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მაია მამედოვთან

- გამარჯობა.
- გამარჯობა.
- რამდენიმე კითხვა მაქვს შენთან ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით. შეგიძლია მიპასუხო ?
- კი რათქმაუნდა. დავიწყოთ
- თავდაპირველად მითხარი იცი თუ არა ზოგადად რას გულისხმობს ადრეული ქორწინება.
- ადრეული ქორწინება არის როდესაც არასრულწლოვნები ქორწინდებიან.
- გეტანხმები .შენს ირგვლივ თუ ყოფილა ადრეული ქორწინების ფაქტები?
- ჩემს ირგვლივ უკანასკნელი წლებში საკმაოდ ბევრი შემთხვევა იყო,  თუმცა კანონის მიღების შემდეგ (18 წლამდე ქორწინების შემთხვევაზე ჯარიმა დაწესდა , უარეს შემთხვევაში კი მშობლების თავისუფლების აღკვეთა .) მნიშვნელოვნად შემცირდა ადრეული, ძალადატანებითი ქორწინების შემთხვევები.
- შენი აზრით რა დადებითი და უარყობითი მხარეები არქვს ადრეულ ქორწინებას?
- ადრეულ ქორწინებას უფრო მეტი უარყოფითი მხარეები აქვს, პირველ რიგში მოზარდი ვერ ღებულობს შესაბამის განათლებას, რადგან ხშირად ქორწინების შემდეგ სკოლას ტოვებს, ამის გარდა დიდი პრობლემები ექმნებათ ჯანმრთელობის მხრივაც.
დადებითად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მოზარდები იქნებიან ახალგაზრდა მშობლები. თუმცა ვფიქრობ , რომ ამასაც დიდი პრობლემები მოჰყვება.
- რა განაპირობებს ადრეულ ქორწინებას?
- ჩემი აზრით ადრეულ ქორწინებას განაპირობებს პირველ რიგში გაუნათლრბლობა, ინფორმაციის ნაკლებობა და არასწორი ტრადიციები.
- რა უნდა მოვიმოქმედოთ ,რომ ეს პრობლემა აღმოვფხვრათ?
- პატარებს ბავშვობიდან უნდა ვასწავლოთ, რომ ადრეული ქორწინება ცუდია როგორც ჯანმრთელობისთვის ,ისე ჩვენი განვითარებისთვის. ჩემი აზრით მომავალი თაობა უფრო გათვიცნობიერებული იქნება ამ საკითხში და ასე თუ ისე აღმოიფხვრევა ეს პრობლემა.
- ძალინ დიდი მადლობა.
- არაფრის.

No comments:

Post a Comment