Wednesday, April 27, 2016

ინტერვიუ ციხისძირის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მაია მამედოვთან

- გამარჯობა.
- გამარჯობა.
- რამდენიმე კითხვა მაქვს შენთან ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით. შეგიძლია მიპასუხო ?
- კი რათქმაუნდა. დავიწყოთ
- თავდაპირველად მითხარი იცი თუ არა ზოგადად რას გულისხმობს ადრეული ქორწინება.
- ადრეული ქორწინება არის როდესაც არასრულწლოვნები ქორწინდებიან.
- გეტანხმები .შენს ირგვლივ თუ ყოფილა ადრეული ქორწინების ფაქტები?
- ჩემს ირგვლივ უკანასკნელი წლებში საკმაოდ ბევრი შემთხვევა იყო,  თუმცა კანონის მიღების შემდეგ (18 წლამდე ქორწინების შემთხვევაზე ჯარიმა დაწესდა , უარეს შემთხვევაში კი მშობლების თავისუფლების აღკვეთა .) მნიშვნელოვნად შემცირდა ადრეული, ძალადატანებითი ქორწინების შემთხვევები.
- შენი აზრით რა დადებითი და უარყობითი მხარეები არქვს ადრეულ ქორწინებას?
- ადრეულ ქორწინებას უფრო მეტი უარყოფითი მხარეები აქვს, პირველ რიგში მოზარდი ვერ ღებულობს შესაბამის განათლებას, რადგან ხშირად ქორწინების შემდეგ სკოლას ტოვებს, ამის გარდა დიდი პრობლემები ექმნებათ ჯანმრთელობის მხრივაც.
დადებითად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მოზარდები იქნებიან ახალგაზრდა მშობლები. თუმცა ვფიქრობ , რომ ამასაც დიდი პრობლემები მოჰყვება.
- რა განაპირობებს ადრეულ ქორწინებას?
- ჩემი აზრით ადრეულ ქორწინებას განაპირობებს პირველ რიგში გაუნათლრბლობა, ინფორმაციის ნაკლებობა და არასწორი ტრადიციები.
- რა უნდა მოვიმოქმედოთ ,რომ ეს პრობლემა აღმოვფხვრათ?
- პატარებს ბავშვობიდან უნდა ვასწავლოთ, რომ ადრეული ქორწინება ცუდია როგორც ჯანმრთელობისთვის ,ისე ჩვენი განვითარებისთვის. ჩემი აზრით მომავალი თაობა უფრო გათვიცნობიერებული იქნება ამ საკითხში და ასე თუ ისე აღმოიფხვრევა ეს პრობლემა.
- ძალინ დიდი მადლობა.
- არაფრის.

Thursday, April 21, 2016

ადრეული ქორწინება

ადრეული ქორწინება - ამ ტერმინს აქვს თავისი განმარტება , რომელიც შემდეგში მდგომარეობს. ეს არის ორ ადამინს შორის კავშირი ან იურიდიული ქორწინება , რომლის დროსაც  რომელიმე მეუღლის ასაკია 18 წეზე ნაკლებია.
  საქართველოში არსებული კანონი გვეუბნება , რომ  ქორწინება დასაშვებია 18 წელს ასაკიდან, ხოლო 16 წელს მიღწეული არასრულწოვანების შემთხვევაში ქორწინება დასაშვებია მშობლის ან მზრუნველობის წინასწარი წერილობითი თანხმობით.
 ზოგადად 18 წლამდე მოზარდები ფიზიოლოგიურად და გონივრულად არ არიან მომწიფებულები.  ვფიქრობ ,რომ ამ ასაკში ვერ აცნობიერებენ მოზარდები თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა ოჯახი.  როგორც ჩანს ხშირად  ადრეული ქორწინება ხდება  სიღარიბის ან დაბასოციალური სტატუსის გამო. მაგალითად  გვსმენია , რომ რომელიმე ოჯახმა თავისი შვილი გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაათხოვა.
   ადრეული ქორწინების გამო უმეტესი ნაწილი მოზარდებისა, ვერ ახერხებს სწავლის გაგრძელებას , რითაც საფრთხეს უქმნის შემდგომში მის მომავალს.  ასვე ხშირად ისინი ხდებიან ძალადობის მსხვერპლნიც , რასაც შემდგომში განქორწინება მოქყვება ან უარეს შემთხვევაში უხდებათ ამ ძალადობის ატანა. შემდეგში ამის ყველაზე ცუდი მხარი ის არის  , რომ ისინი ვეღარ ახერებენ საზოგადოებაში ინტეგრაციას.
   დღეს სკოლაში ამ თემასაც შევეხეთ სამოქალაქოს გაკვეთილზე. ძალიან საინტერესო  დისკუსია გამოვიდა, რადგანაც კლასის ერთი ნაწილი ამბობდა , რომ ადრეულ ქორწინებას დადებითი მხარე ქონდა და ის დასაშვები უნდა ყოფილიყო . არგუმენტად კი მოყავდათ ის ფაქტი ,რომ კარგია როდესაც შენს შვილს ახალგაზრდა მშობლები ყავს, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში შეუძლიათ მათთან ყოფნა. მეორე მხარე კი წინააღმდეგი იყო ადრეული ქორწინების ( ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ვიყავი მეც), რადგან იცოდნენ ,რომ ადრეული ქორწინება უარყოფითად მოქმედებს მოზარდის ფიზიკურ და ფსიქიკური ჯანმრთრლობაზე. ართმევს განათლების მიღების საშვალებას .
   ვფიქრობ , რომ ნებისმიერმა ადამინმა უნდა გააცნობიეროს ნაადრევი ქოეწინების შედეგები. რადგან ხშირად არასახარბიელო შედეგი მოაქვს . ამ თემაზე საუბრის დროს , აუცილებლად ვეხებითხოლმე საქართველოში არსებულ ტრადიციებსა და მენტელიტეტს. რაც ერთ-ერთი მიზეზია ადრეული ქოეწინებისა. დღესდღეისობით ეს ტრადიცია მეტნაკლებად აღარ არის .
    კარგი იქნება , მოზარდებმა იცოდნენ თუ რა სირთულეები მოსდევს მათ არსწორ ნაბიჯებს, რაც შესაძლოა გამოიწვიოს ადრეულმა ქორწინებამ. ეს ერთ-ერთი საშვალეება რომ მოხდეს პრობლემის პრევენცია.
 

Saturday, April 16, 2016

ტრეფიკინგი

ტრეფიკინგი - არის მონობის თანამედროვე ფორმა, რომელიც მოიცავს პირის, ძალისმიერი, მოტყუებით, იძულულებით ან სხვა საშვალებებით გადაბირებას , ტრანსპორტირებას ან მიღებას ექსპლიატაციის მიზნით. ადამინით ვაჭრობა არის პროცესი , რომელიც სამი ძირითადი ეტაპისგან შედგება : გადაბირება, ტრანსპორტირება და ექსპლუატაცია. ეს ტიპები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მოქმედება ხორციელდება ერთ-ერთი საშვალებების გამოყენებით და ექსპლუატაციის მისაღწევად სამივე ეტაპი ერთმანეთს უკავშირდება . ექსპლუატაცია თავის მხრივ იყოფა : იძულებითი შრომა , სექსუალური ექსპლუატაცია , ორგანოების ამოკვეთა და ყმობა.  
   ტერფიკინგი გლობალური პრობლემაა  რომელიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.
   ადამინაით ვაჭრობა არის ადამინის უფლებებისა და ღირსების შელახვის ძალიან  მძიმე ფორმა.ადამინის უფლებები არის უფლებები რომლის გარეშეც წარმოუდგენელია  თავი იგრძნო ცივილიზებულ პიროვნებად. ეს უფლებები და თავისუფლებები  ადამინს აძლვს სრულფასოვანი განვითარების საშვალებას.

  •   დეკლარაციის მე-3 მუხლის მიხედვით, ადამინით ვაჭრობა  საფრთხეს უქმნის ადამინის უსაფრთხოებას და სიცოცხლეს. 
  • დეკლარაციის მე-4 მუხლი კი არსებითად, კრძლავს სწორედ ადამინით ვაჭრობას , ვინაიდან ბევრ საერთაშორისო დოკუმენტში ადამინით ვაჭრობა განმარტებულია , როგორც მონობა , ან გათანაბრებული მონათვაჭრობასთან.
   ტრეფიკინგი 21-ე საუკუნის ერთ-ერთი დანაშაულია რომელსაც ასევე XXI საუკუნის თეთრ მონობასაც უწოდებენ. ის დროთა განმავლობასი უფრო დიდ მასშტაბებს აღწევს.
   ხშირ შემთხვევასი ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან ახალგაზრდები. მათი ტრეფიკინგის მსხვერპლად გახდომის რისკფაქტორებია :

  • საზღვარგარეთ სწავლის , მუშაობის , დამკვიდრების რეალური სესაძლებლობობის  შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა.
  • რთული ეკონომიკური ვითარება და უმუშევრობა.
  • ახალგაზრდობა ნაკლებადაა ინფორმირებული იმ სირთულეებისა და საფრთხეების შესახებ , რაც დაკავშირებულია  საზღვარგარეთ  მუშაობის ნებართვის აღებასა და შრომითი ხელშეკრულების გარეშე სამუშაოდ გამგზავრებასთან.
ახალგაზრდებში არის მცდარი წამოდგენები საზღვარგარეთ გამგზავრების საშვალებებზე. მაგალითად არის მოსაზრება , რომ წინადადებას საზღვარგარეთ დასქმების შესახებ , რომელსაც ნაცნობობის, მეგობრის ან ნათესავისგან ვიღებთ, შეგვიძლია ვენდოთ. მაგრამ უნდა გვახსოვდეს , რომ უცხოეთში სამუშაოს შემოთავაზებისას, თუ მოქალაქეს არ მოეთხოვება  დანიშნულების ქვეყნის ენის ცოდნა შესაბამისი უნარ-ჩვევები, როგორც წერსი ლაპარაკია არალეგალურ დასაქმებაზე. ასევე ატკიცებენ რომ უცხოეთში ფული შოვნა იოლია. რეალობა კი სხავაგვარია.
  იმისთვის , რომ თავიდან ავირიდოთ ტრეფიკინგი, აუცილებელია  ჩვენი ცნობიერების ამაღლება და მეტი ინფორმაციის მიღება. ამით შესაძლებელი იქნება თეთრი მონობის პრევენცია.

ქალთა უფლებები (ფემინიზმი) და გენდერული თანასწორობა

ფემინიზმი  - არის მსოფლემხედველობა, რომლის მიხედვითაც ქალებს უნდა ჰქონდეთ ეკონომიკური , სოციალური, სმაოქალაქო , პოლიტიკური და კულტურული უფლებები. ამის მისაღწევად ქალებს დიდი გზის გავლა მოუწიათ, ერთის მხრივ , იაზრებდენენ მათ ადგილს საზოგადოებაში და მეორეს მხრივ , იბრძოდნენ ჩაგვრის განმაპირობებელი  ნორმების  შესაცვლელად. ეს არის პოლიტიკური მოძრაობა რომელიც მიზნად ისახავს , ქალთა და მამაკაცთა თანაბარუფლებიანობას და ემსახურება ქალთა უფლებების  დაცვას. ასევე არის  ადამინაის უფლებები , რომლებიც დაკავშირებულია, ქალთა უფლებებთან და თავისუფლებებთან. საერთაშორისო სასამართლოში მიღებულია რამდენიმე საერთაშორისო აქტი , რომლებიც განსაზღვრავენ ქალთა სტატუსს. თუმცა ზოგი მიიჩნევს , რომ ეს შექმნილია მამაკაცთა დისკრიმინაციისთვის , რაც არასწორია.  სხვა საერთაშორისოსამართლებრივ აქტებთან ერთად ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პრინციპი გათვალისწინებულია : ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ და ა.შ .
     ქალსა და მამაკაცს აქვს თანაბარი უფლება, შესაძლებლობა და პირობა მიიღოს მონაწილეობა სოციალურ , ეკონომიკურ , კულტურულ პროცესებში და  ისარგებლოს საზოგადოებრივი შესაძლებლობებით. გენდერული თანასწორობა არ ნიშნავს ქალისა და კაცის იგივეობას.  პირიქით ეს არის დემოკრატია ,როდესაც ადამინებს აქვთ სხვადასხვა შეხედულებები ,  მიზნები , ინტერესები , თუმცა ისინი სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით და აქვთ ერთნაირი პასუხისმგებლობები და მოვალეობები.
   ამის მიუხედავად საქართველოში ვთვლი , რომ გენდერული თანასწორობა არ არის დაცული. ამის თვასლსაჩინო მაგალთია თუნდაც საქართველოს პარლამენტი.სადაც 150 დეპიტატიდან მხოლოდ 17 ქალია.  მაგრამ შემიძლია მოვიყვანო მაგალითები ჩემი ცხოვრებიდანაც :
    ქალთა უფლებებით  სუსტი სქესის ადამიანები დაინტერესდნენ XX საუკუნეში. ქალებმა გადაწყვიტეს დაეცვათ მათი უფლებები. ჩნდებოდა სხვადასხვა მოძრაობები , რომლებიც მიზნად ისახავდა ქალთა და მამაკაცთა თანაბარუფლებიანობასა და ქალთა უფლებების დაცვას.
   ქალის უფლებების განხორციელებას , წინ ეღობება საზოგადოებაში გავრცელებული და დამკვიდრებული სტერეოტიპები და ტრადიციები. ქალის ადამიანის უფლებები მიეკუთვნება  მესამე თაობის ე.წ. კოლექტიური უფლებებს. ქალის ადამიანის უფლებების დამცველ ძირითად დოკუ ენტს წარმოადგენს  კონვენცია "  ქალის მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ ", რომელიც მიღებული იქნა გაეროს მიერ 1979 წელს.
    არსებული სტერეოტიპები დიდ პრობლემას წარმოადგენს. ის გვხვდება ყოვედღიურ ცხოვრებაში. არვიცი რატომ მაგრამ დღემდეა , რომ ქალი  ასოცირდება მხოლოდ დედასთან , რომელმაც უნდა აღზარდოს შვილი მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში და ქალი უნდა იყოს კუხნაში. თუმცა ერთის მხრივ ეს არის მისი არჩევანი  მაგრამ ხშირად ეს ხდება რაიმე ზემოქმედების დროს , მაგალითად რაიმე სახის ძალადობის დროს ან უბრად გამოსავალი ამის გარდა არ არსებობს. ვთვლი , რომ სკოლებში და ასევე ოჯახშიც უნდა ხდებოდეს  ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლება და მეტი ინფორმაციის მიწოდება მათთვის. უცოდინარობისა და თავის მხრივ ტრადიციების გამო ხდება თუნდაც ადრეული ქორწინება. ამ დროს ისინი ვერ აცნობიერებენ ,რომ ეს ქორწინება მთელ მათ მომავალს განსაზღვრავს. ამას მოყვება ხშირად ოჯახური ძალადობა სადაც შესაძლოა არც კი იცოდნენ თუ რა არის გენდერული თანასწორობა ან ქალთა უფლებები .
    თავდაპირველად ყველამ უნდა იცოდეს თავისი უფლება ,რადგან შემდგომში ამ უფლების დარღვევის შემთხვევაში მოახერხოს მისი დაცვა.

Monday, April 11, 2016

ძალადობა

ძალადობა -  არის ყველგვარი ქმედება ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამინი შეურაცჰყოს ან რაიმე სახის ზიანი მოუტანოს.ამით კი ითრგუნება ადამიანის ღირსება, თავისუფლება და ხელშეუხებლობა.  ესენი კი ადამიანის განუყრელი უფლებებია. ძალადობა ხორციელდება როგორც ქალებზე , ბავშვებზე  და სხვა კატეგორიებზეც , თუმცა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ფაქტია ასევე ცხოველებზე ძალადობა. აქედან გამომდინარე შემდეგ პოსტებზე მინდა დავწერო ამ საკითხზე ჩემი შეხედულება და დავგმო ამგვარი სახის ძალადობა.

 ასე თუ ისე ყველას გვსემიანია "ოჯახურ ძალადობაზე". სამწუხაროდ დღემდე არსებობს სტერეოტიპი , რომ ოჯახური ძალადობა არ არის სხვისი საქმე და ცოლ-ქმრის საქმეში ჩარევა დაუშვებელია და ის მხოლოდ მათი მეშვეობით უნდა მოგვარდეს. მსხვერპლი რომელიც ხშირ შემთხვევაში ქალი ან ბავშვია, იძულებულია გაჩუმდეს და მოითმინოს ყოველივე, რადგან თუნდაც არ უნდა , რომ დაენგრეს ოჯახი და ა.შ. ოჯახში ქალზე ძალადობის დროს ხდება ამვდროულად ბავშვზე ფსიქიკური ძალადობა, რომელიც მის ფსიქიკაზე ცუდად მოქმედებს.
   იმის დასტურად რომ ოჯახური ძალადობა მხოლოდ ოჯახის საქმე არ არის , საქართველოს პარლამენტმა 2006 წელს მიიღო კანონი " ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ ". რომლის თანახმადაც ოჯახში ძალადობის კრიმინალად აღიარება მოხდა. ამ კანონის მიუხედავად ,ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ მყარადაა დამკვიდრებული მოსაზრება, რომ  ოჯახური კონფლიქტები ოჯახშივე უნდა გვარდებოდეს და იქვე უნდა რჩებოდეს.
   ასევე ოჯახური ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლნი არ მიმართავენ სამართალდამცავებს, რისი მიზეზიც  სირცხვილი, მოძალადისგან შურისძიება ან ნათესავებისაგან განკიცხვის შიშია.
    ჩვენ ვერ ვაიძულებთ თვითმხილველებს , ოჯახური ძალადობის შემთხვევაში მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან არ გავაქვს შესაბამისი კანონი. ამის მიუხედავად აუცილებლად უნდა მივმართოთ საპატრულო პოლიციას, რადგან ამით შესაძლოა ამ ადამინის სიცოცხლის კი ვიხსნათ.
    შინაგას საქმეთა სამინისტროს ონფორმაციით ,2013 წელს ოჯახური ძალადობის 1578  ფაქტი დაფიქსირდა  და აქედან შემაკავებელი ორდერი მხოლოდ 204  ფაქტზე გამოიცა.  ამატგან მსხვერპლი უმეტესად ქალი იყო.
    სატატისტიკური მონაცემებით ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხშირ შემთხვევაში ქალები არიან. თუმცა დღესდღეისობით ასერსებობს ორგანიზაციები რომლებიც ცდილობენ მალევე მოახდინონ რეგირება ამგვარი ფაქტის არსებობის შემტხვევაში.

Thursday, April 7, 2016

მომხმარებელთა უფლებები

      ჩვენ ადამიანებს არსებობისთვის გვჭირდება - საკვები, ტანსაცმელი, საცხოვრებელი და სხვა აუცილებელი ნივთები. თუმცა მათი შეძენის შემთხევაში ადგილი აქვს მომხმარებელთა უფლებების დარღვევა. მაგალითად შგვიძენია რომელიმე პროდუქტი რომელიც ყოფილა ვადაგასული  და საკვებად უვარგისი. ამ შემთხვევაში ხდება ჩვენი როგორც მომხმარებლის უფლებების დარღვევა.
განვმარტოთ თუ ვინ არის მომხმარებელი:
   მომხმარებელი - არის თოთოეული ჩვენგანი (ცალკეული პირი) ,რომელიც მოხმარების, გამოყენების მიზნით იძენს რაიმე ნაწარმს.
     საქართველოში რაიმე ნივთის შეძენისას, ჩვენი როგორც მომხმარებლის უფლებები ხშირად ირღვევა. თუმცა ხშირ შემთხვევაში არაფერი ვიცით ამ უფლებების შესახებ.  ევროპაში თუ რაიმე ნივთს აღმოაჩნდება რაიმე ნაკლი, ის უნდა შეგიცვალონ სხვა ვარგისი ნივთით. ამისთვის არსებობს კანონი რომელიც ითვალისწინებს , რომ თუ ორი წლის განმავლობაში ნივთს აღმოაჩნდება რაიმე სახის დაზიანება, შსაძლბელია მისი უკან დაბრუნება, მოვაჭრე კი ვალდებულია დაიბრუნოს ან უფასოდ  შეაკეთოს ეს ნივთი.აქ კი არ მოქმედებს  საგარანტიო ხელშეკრულება . საქართველოში მომხმარებლებს იგივე უფლებები აქვთ, თუმცა კერძო საგარანტიო ხელშეკრულებით ამგვარი ნორმა თითქმის ბათილდება.ევროპაში მომხმარებლის უფლებები საკმაოდ კარგად არის დაცული რასაც ვერ ვიტყვით საქართველოს მომხმარებლებზეც რადგან თითქმის არ არსებობს და არ მოქმედებს საქართველოში მსგავსი კანონები.
     საქართველოში 2012 წლიდან გაუქმდა კანონი" მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ". მასში გამოყენებულია  ევროდირექტიები და გაეროს რეზულაცია მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ. საფუძვლად ჩაიდო მომხმარებელის უფლებების გაეროს რვა ძირითადი პრონციპი, რომელშიც გათვალისწინებულია , რომ მომხმარებელს აქვს ჯანსაღ გარემოში არსებობის, პრეტენზიის გამოთქმის,  არჩევნის გაკეთების, პროდუქციასა და მომსახურებაზე სრული და ამოუწურავი ინფორმაციისა მიღებისა და ა.შ უფლებები.
ამის მხრივ არსებობს ხარვეზი კონსტიტუციაშიც.თუმცა,  საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით "აღიარებულია და დაცულია მომხმარებელთა უფლებები". ამის მიხედვით-
ყველა მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს :

  1. პროდუქციის უსაფრთხოება (სურსათის უვნებლობა)
  2. მიიღოს სათანადო ინფორმაცია შესაბამის პროდუქციაზე
    პროდუქციის უსაფრთხოება პირველრიგში უნდა უზრუნველყოს მეწარმემ. დამამზადებელი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს აუცილებელი და რაც მთავარია უტყუარი ინფოემაცია. ამ მხრივ კი მომხმარებელმა უნდა იცოდეს პროდუქციის დამამზადებელი ქვეყნის მისამართი, ვარგისიანობის ვადა, უსაფრთხოების გამოყენების წესები და პირობები, შეძენის პირობები და ფასები,ასევე დატანიებული იყოს ეტიკეტი რომელიც დაწერილი იქნება გასაგებ ენაზე.
    მქონია  შემთხვევა, როდესაც მიყიდია პროდუქტი რომელიც ყოფილა ვადაგასული, ეს ერთისმხრივ ჩემი დაუდევრობის ბრალია რადგანაც , სანამ  ვიყიდიდი უნდა გადამემოწმებინა ვარგისიანობის ვადა.თუმცა ეს უნდა უზრუნველეყო ჩემს მომწოდებელს , რადგან აქ უკვე ადგილი აქვს ჩემი უფლებების დარღვევას. სახლში ამის აღმოჩენის დროს უბრალოდ ეს პროდუქტი გადამიგდია და არ მიცდია მისი უკან დაბრულება ან სხვა ვარგისი პროდუქტით შეცვლა. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ არ ვიცოდი ჩემი უფლებები. აქედან გამომდინარე ვთვლი , რომ აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება იმისთვის, რომ მსგავს შემთხვევაში არ მოხდეს მათი უფლებების დარღვევა.
     ასევე მინახავ მარკეტებში სხვადასხვა პროდუქტი რომელიც ყოფილა შეფუთვის გარეშე. რა დროსაც ხდება მისი დაბინძურება თუნდაც მტვრის საშვალებით. ამ დროს აუციებელია ,რომ სურსათის უვნებლობის სამსახურის მონიტორინგის ან საზოგადოებრივი ორგანიზიაციის მონიტორინგის ჯგუფმა, ეს პროდუქტი წაიღოს სპეციალურ ლაბორატორიაში და გადაამოწმოს მავნებელია თუარა ეს პროდუქტი . თუმცა როგორც ვიცით ამგვარი სპეციალური ლაბორატორია საქართველოში არ არსებობს.

ამ დროს რეალიზატორი აზიანებს როგორ მომხმარებლის ჯანმრტელობას ასევე ბიზნესოპერატორის იმიჯსაც.
 
 


Friday, April 1, 2016

სიტყვისა, აზრის თავისუფლება და ინფორმაციის თავისუფლება

   სიტყვის და აზრის თავისუფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, რომელიც თითოეულ ადამიანს , მოქალაქეს საშვალებას აძლევს დამოუკიდებლად თავისი შეხედულებებისამებრ გამოთქვას თავისი აზრი და ამ უფლებით სარგებლობის პროცესში, საკუთარი თავის წინაშე იყოს პასუხისმგებელი.
     სიტყვის თავისუფლების დაცვის  ვალდებულება საქართველეოს მე-19 მუხლშია ჩამოყალიბებული, იმავე კონსტიტუციაში ნათლადაა მითითებული, რომ "მასობრივი ინფორმაციის საშვალებები თავისუფალია, ხოლო ცენზურა -დაუშვებელი". ცენზურა ანუ სახელმწიფოს კონტროლი ინფორმაციაზე.
    სიტყვისა და აზრის თავისუფლება დემოკრატიული წყობილების საფუძველია, რომლის გარეშეც სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება შუძლებელია. ადამიანისათვის სიტყვისა და აზრის თავისუფლება უზრუნველყოფს მის პიროვნულ თავისუფლებისა და თვითრეალიზებას.
   კონსტიტუციის მე-19 მუხლის გათვალისწინებით:

  1. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვისა და აზრის გამო;
  2. დაუშვებელია ადამიანის იძულება, გამოთქვას  თავისი შეხედულება  მათ შესახებ.
      სამართლებრივი სახელმწიფო ვერ იარსებებს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის გარეშე .სწორედ ის უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას და თავისუფალი აზრის ფორმირებას.  დაუშვებელია, რომ სახელმწიფომ კანონით განსაზღვრული პირობების დაუცველად შეზღუდოს პრესა. თუმცა ამასთან ერთად პრესა არ უნდა გასცდეს ზღვარს , რომელიც დადგენილია სხვათა უფლებების დასაცავად.პრესის თავისუფლების გარეშე ადამიანის უფლებები ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი. ძლიერი და თავისუფალი პრესა ხელს უწყობს  სამოქალაქო საზოგადოების ძლიერებას რაც თავისმხრივ ხელს უწყობს დემოკრატიულობის განვითარებას.
       "ჩვენი თავისუფლება დამოკიდებულია პრესის თავისუფლებაზე და მისი შეზღუდვა მის დაკარგვას ნიშნავს" -    თომას ჯეფერსონი.
      ზოგჯერ ადამიანებს ერთმანეთის მოსაზრებების ზეგავლენით სტერეოტიპები უყალიბდებათ.სტერეოტიპი არის წინასწარგანწყობა , რომლიც ფაქტებსა და მსჯელობას არ ეყრდნიბა.სტერეოტიპების ჩამოყალიბებას ზოგჯერ მასობრივი ინფორმაციის საშვალებებიც უწყობს ხელს.  ამიტომაც არსებობს ცენზურა, რათა სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელებისას, იყოს  დაცული ზღვარი , რადგან არ მოხდეს სხვისი ინტერესებისა და უფლებების დარღვევა.
         სიტყვისა და აზრის თავისუფლებით სარგებლობს ყველა ადამიანი, ვისაც სურს გამოთქვას ან გამოხატოს საკუთარი აზრი.მაგრამ არსებობს  საზღვრები , რომელთა დარღვევაც ისჯება. კერძოდ კანონი კრძალავს : ცილისწამებას , შეურაცხყოფას, მუქარას და ა.შ
        საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია სიტყვისა და აზრის თავისუფლების შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს  სხვათა უფლებებს.
         ინფორმაციის თავისუფლებას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების ჩამონათვალში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
          ინფორმაციის თავისუფლება - ეს არის უფლება მივიღოთ ინფორმაცია, მეორე მხრივ კი ინფორმაციის თავისუფლება არის აზრის გამოხატვის უფლების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი და გულისხმობს ინფორმაციის გავრცელების უფლებას. ინფორმაციის თავისუფლება არის აზრის გამოხატვის უფლების წინაპირობა, რადგანაც იმისთვის ,რათა ადამიანს ჩამოუყალიბდეს ობიექტური ხედვა ამა თუ იმ საკითხის მიმართ , საჭიროა პირველ რიგში , მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია.
 ინფორმაციის თავისუფლების უპირველესი გარანტი საქართველოს კონსტიტუცია და მის საფუძველზე მიღებული კანონებია.
    ამონარიდი საქართველოს კონსტიტუციიდან:

  • "ყოველ ადამინს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია"
  • "ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან , არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ამ ადამიანის თანხმობის გარეშე."
  • "ადამიანს უფლება აქვს მიიღოს სრული და ობიექტური ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ."