Sunday, May 22, 2016

რა არის კანონი და რისთვის არსებობს იგი

  
 სამართალი არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი ქცევის სავალდებულო წესების ერთობლიობა , რომელთა შესრულებასაც უზრუნველყოფს სახელმწიფოს სხვადასვხა დარწმუნებითი და იძულებითი საშუალებებით.
    კანონი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს - პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი , რომელიც აწესრიგებს მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხს : ადგენს წესებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
    სახელმწიფო ორგანოს ან თანანმდებობის პირის მიერ გამოცემულ ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც ასეთ წესს ადგენს, სამართლებრივი აქტი ეწოდება . სამართლებრივ აქტებში , განსაკუთრებით ნორმატიულებში ( დოკუმენტი ,რომელიც ადგენს ქცევის წესებს , განკუთვნილს მრავალჯერადი გამოყენებისთვის) ჩამოყალიბებულია უფლებები და მოვალეობები , რომლებიც აქვთ ადამიანებს , ორგანიზაციებს , თანანმდებობის პირებს  და ასევე მოცემულია მათი განხორციელების წესები. 
    საერთაშორისო სამართლებრივი აქტი ადგენს ისეთ წესებს , რომელთაც იმის გამო, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ, სახელმწიფოები ერთობლივად აყალიბებენ. თუ სახელმწიფო ასეთ, აქტს მიუერთდება , ეს ნიშნავს , რომ ის ეთანხმება მის წესებს და თავს ივალდებულებს , დაიცვას ისინი.
   კანონის გარდა ყველა სამართლებრივი აქტი კანონქვემდებარედ მიიჩნევა, რადგან კანონს უნდა შეესაბამებოდეს.
  კანონებში საზოგადოებისთვის უმნიშვენელოვანესი წესებია ასახული, მაგრამ ყველა კანონი არაა თანაბრი ძალის . მათ შორის არსებობს იერარქია-ზოგიერთი  კანონი უნდა შეესაბამებოდეს მის ზემდგომ კანონს.
  კანონები ხშირად სრულყოფილი არ არის , ისინი მუდმივად იხვეწებიან იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც თავდაპირველად არ იყო გათვლილი. კანონების შეცვლის და ახალი კანონის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება მოქალაქეებსაც შეუძლიათ, თუმცა , კანონის შეცვლაც გარკვეული წესების დაცვით, ანუ კანონიერი გზით უნდა ხდებოდეს. მოქმედი კანონი დაცული უნდა იყოს მაშინაც, როცა იგი უმნიშვნელოდ ან არასწორად მიგვაჩნია.
   საზოგადოებას , რომლის უმრავლესობაც აღიარებს კანონის უზენაესობას და იცავ კანონს , კანონების კულტურის მატარებელ საზოგადოებას უწოდებენ. ასეთი საზოგადოების წევრი , ჩვეულებრივ , სამართალდამცველის ზედამხედველობის გარეშეც იცავს კანონს.


    

Monday, May 16, 2016

საავტორო უფლებები

      ყველა სახელმწიფოს ამოცანაა, ხელი შეუწყოს ინტელექტუალური საკუთრების, შემოქმედებითი შრომისა და  ასევე საავტორო უფლებების სამართლებრივად დაცვის საკითხს.   21-ე საუკუნეში , როდესაც ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები ფართოდ არის გახსნილი, უფრო მეტად ხდება საჭირო სამართლისა და საავტორო უფლებების დაცვა .  საავტორო უფლება არის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლება, რომელიც წარმოიშობა ლიტერატურის ან ხელოვნების ნაწარმოების შექმნისა და შემდეგ მისი გამოყენებისას. საავტორო უფლება წარმოიშობა ,  ნაწარმოების შექმნის მომენტიდან.
   საქართველოში ყოფილა შემთხვევა , როდესაც ადამინს გასჩენია პრეტენზია და განუცხადებია , რომ მისი საავტორო უფლებები დაირღვა. მიზეზად კი იმას ასახელებდნენ , რომ საქართველოს, სამართლებრივი ზომები ამ საკითხთან დაკავშირებით, არ  გააჩნია. თუმცა ,რეალურად , მიზეზი არცოდნიდან უფრო გამომდინარეობს , ვინაიდან კანონმდებლობაში  ფართო ბაზა გაგვაჩნია საავტორო უფლებებთან დაკავშირებით. საქართველოს კანონმდებლობაც ცდილობს მაქსიმალურად დაცული იყოს საავტორო უფლებები.
    საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ არეგულირებს იმ საავტორო ქონებრივ პირად  არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს , რომელიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურის ნაწარმოებთა შექმნისა და გამოყენებისას.  საავტორო უფლება მოქმედებს ავტორის სიცოცხლესი და ასევე მისი გარდაცვალების შემდეგ 70 წლის განმავლობაში.
   ხშირად ფოტოებზე გამოყენებული არის C -ნიშანი , რომლის განმარტება ხშირ შემთხვევაში უცნობია.  მუხლი  9.4 გვეუბნება: "განსაკუთრებული საავტორო უფლებების მფლობელს თავისი უფლების განცადებისათვის შეუძლია გამოიყენოს საავტორო უფლებების დაცვის ნიშანი , რომელიც დაისმება ამ ნაწარმოებზე. ამ ნიშანთან ერთად ასევე იქნება მითითებული ნაწარმოების ავტორის სახელი და თავდაპირველი გამოცემის წელი."
   სოციალურ ქსელში ხშირად გვხვდება შემთხევა , რომ ვრცელდება ფოტოსურათი, ან რაიმე წერილობითი პოსტი და ა.შ. ხდება მისი გაზიარება ან სულაც მითვისება და შემდეგ "თავის საკუთრებად " გამოცხადება. ეს ვფიქრობ , რომ გამოწვეულია ინფორმაციის ნაკლებობით, რადგან თუ ადამიანი აცნობიერებს რომ ელემენტალურ ფოტოზეც კი საავტორო უფლება ვრცელდება და ავტორის უფლებების დარღვევა კანონით ისჯება , ის ამას აღარ გააკეთებს .
   

Friday, May 13, 2016

ინტერვიუ ციხისძირის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მარიამ ყელიხაშვილთან (LGBT პირებთან დაკავშირებით)

- გამარჯობა.
- გამარჯობა.
-მინდა  ინტერვიუ ჩამოგართვა LGBT პირებთან დაკავშირებით.
- კარგი დავიწყოთ.
- მაინტერესებს თუ იცი რას ნიშნავს LGBT და ვინ მოიაზრება მასში .
- სიტყვა  LGBT აბრევიატურაა და მასში მოიაზრებიან ე.წ  ლეზბოსელები, გეები, ბისექსუალები და ტრანსგენდერები .
- გეთანხმები. მისაღებია თუ არა ისინი შენთვის?
- ჩემთვის ასეთი ადამიანები, რა თქმა უნდა ჩვეულებრივი ადამიანები არიან , რომელთაც დარღვეული აქვთ ჰორმონალური ბალანსი. ასე , რომ მე მათ არ განვასხვავებ ჩვეულებრივი ადამიანებისგან, თუმა არ ვეთანხმები მათგან წამოსულ მოთხოვნებს.
- რა მოთხოვნებს გულისხმობ?
- მაგალითად არ ვეთანხმები , რომ მათ უნდა ქონდეთ ჯვრისწერის უფლება და კანონიერი ქორწინება, რადგან ქრისტიანული ეკლესიის შეურაცხყოფაა.
- როგორც იცი ეს საკითხი საქართველოში განსაკუთრებულად პრობლემატურია, როგორ ფიქრობ რატომ?
- გეთანხმები, ეს საკითხი დღეს ნამდვილად აქტუალური და პრობლემატურია, რადგან ქართველებს განსხვავებული მენტალიტეტი გვაქვს, რომელიც ეწინააღმდეგება ყველანაირ " არაკულტურულობას" და არატრადიციულობას. საზოგადოების მეორე ნაწილი კი ევროპსკენ სწრავის მიზნით სულაც არ უარყოფს ამ ყველაფერს, სწორე ამან გამოიწვია დაპირისპირება.
- შენ რომელ მათგანს ემხრობი?
- მე პირადა არ ვეთანხმები რომ მათ ქორწინების და მით უმეტეს ჯვრიწერის უფლება უნდა ქონდეთ, თუმცა ისინი არ უნდა იქნენ დისკრიმინალიზებულნი.
- როგორ ფიქრობ,   LGBT პირების ინტეგრაცია საქარტველოში , ევროპასთან უფრო დაგვაახლოვებს?
- არა, ჩემი აზრით ეს ასე არ არის.
- გქონია თუ არა განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებთან ურთიერთობა?
- არა , არ მქონია.
- კარგი და ბოლოს მაინტერესებს რაში ხედავ გამოსავალს? როგორ უნდა მოვიქცეთ , რომ ეს პრობლემა მოგვარდეს?
-ჩემი აზრით, უნდა შეწყდეს LGBT პირების დისკრიმინაცია , რადგან ეს მათი ცხოვრებაა და ჩვენ არავის განკითხვის უფლება არ გვაქვს , თუმცა მათ " სანაცვლოდ" აღარ უნდა წამოაყენონ ზემოთ ხსენებული მოთხოვნები.
- ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.
- არაფრის.


Thursday, May 12, 2016

LGBT პირები

XXI - საუკუნეში , გასულ საუკუნეებთან შედარებით უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ადამიანის უფლებების დაცვას და პატივისცემას. მსოფლიო ერთხმად გმობს ყველანაირ სახის ძალადობას, რომელიც მიმართული არის ადამიანის წინააღმდეგ და ზიანს აყენებს მას.
  ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ LGBT-ს მნიშვნელობა. ამ ტერმინს იყენებენ : გეი, ტრანსგენდერი, ბისექსუალი და ლესბოსელი ადამიანების აღსანიშნად .
    დღესდღეისობით წინაპლანზეა წამოწეული სექსუალური უმცირესობის დაცვის საკითხები.საყურადღებოა ,რომ 2010 წლის 31 მარტს ევროპის საბჭოს  მინისტრთა კომიტეტმა მიიღო რეკომენდაცია :  " სექსუალური  ორიენტაციის და გენდერული  იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციასთან ბრძოლის ზომების  შესახებ."  საინტერესოა თუ რამდენად ითვალისწინებს ამო ყოველივეს საქართველო.თუმცა ცხადია, რომ ჩვენს ქვეყანაში , ჯერ კიდევ  არ არის კონსტიტუციაში დაკონკრეტებული , თუ რა სახის დისკრიმინაცია იკრძალება.  ამას მოწმობს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი რომელიც ამბობს ,რომ :" ყველა ადამიანი დაბადებიდან  თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა,კანის ფერისა ,სქესისა, ,ენისა,  პოლიტიკური შეხედულებებისა , რელიგიისა და ა.შ.  თუმცა კონსტიტუცია პირდაპირ  არ კრძალავს დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე.
   საზოგადოების ერთი ნაწილი თვლის , რომ LGBT -ები ისეთივე ადამიანები არიან და იგივე უფლებები აქვთ, როგორც ჩვენ. ყველანაირი კანონის მიხედვით ეს სწორედაც ასეა, თუმცა, არსბობს მეორე ნაწლიც , რომელიც ფიქრობს ,რომ LGBT პირები არიან ადამიანები რომლთა ადგილიც საზოგადოებაში არ არის და საჭიროებენ რამე სახის დახმარებას ან მასგავს რაღაცეებს. ამით ეს ადამიანები არღვევენ LGBT პირების უფლებებს.
   თუმცა თუ კარგად დავფიქრდებით მივხვდებით , რომ  LGBT პირები არიან  ჩვეულებრივი ადამიანები, მხოლოდ გააჩნიათ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია, რომელიც არც დაავადებაა და არც იკურნება. მათ ისეთივე უფლებები და მოვალეობები გააჩნიათ როგორ ჩვენ ყველას.(ჩვეულებრივ ადამიანებს).  
     საქართველოში ეს საკითხი საკმაოდ  პრობლემატურია. ვფიქრობ , რომ ისეთ ქვეყანაში სადაც საკმაოდ კარგად და მჭიდროდ აქვს ტრადიციებს ფესვები გამჯდარი და გააჩნია მისი ტრადიციული მენტალიტეტი ძნელია ( LGBT პირმა) განსხვავებილი ორიენტაციიის ადამიანებმა მოახერხონ  ამ საზოგადოებაში თავის დამკვიდრება. გავიხსენოთ LGBT პირებისა და ქართველ საზოგადოებას შორის დაპირისპირება.  მე ვფიქრობ , რომ ამგვარი ქმედება (ვგულისხმობ აქციებს და ჯვრის დაწერის უფლების მიღებას და ა.შ ) აღიზიანებს ქართულ საზოგადოებას. მათთვის მიუღებელია ერთსქსესიანთა ქორწინება  , მათი მენტალიტეტიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე. 
  ზოგადად ეს თემა ძლიან ვრცელია.  ჩემი აზრით , ისინი ძალიან ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ყველანაირი უფლება აქვთ იცხოვრონ ისე როგორც სხვადანარჩენი " ჩვეულებრივი " ადამიანები ცხოვრობენ. მე პირადად  მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.  მაგრამ  სხვებისთვის ისინი განსხვავებულები  არიან და მათი ქცევები საკმაოდ გამაღიზიანებელია. 
    ამ საკითხის მოგვარების გზას ვხედავ  ურთირთშეთანხმებაში. ასევე " აზროვნების შეცვლაში" და ამ თემის გააზრებაში მაგრამ ვერავის მოსთხოვ მისი აზრის შეცვლას.  უბრალოდ უნდა მიხვდეს  ადამინი , რომ  სხვისი ცხოვრება და მისი თუნდაც სექსუალური ორიენტაცია მათი საქმე არ არის . თუმცა ვიცი და დარწმუნებულიც ვარ(ჩემი გამოცდილებიდან) ,რომ ამის საწინააღმდეგონ საზოგადოება იტყვის , რომ ამით ისინი ცუდ მაგალითს აძლევენ ბავშვებს. ეს კიდევ სხვა საკითხია თუმცა , აქ უკვე მათ სწორად აღზრდაზე და მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაა მნიშვნელოვანი.

Wednesday, May 11, 2016

თავისუფლების შეზღუდვა

   მაგალითისთვის : ერთ-ერთმა მოსწავლემ თავისი თანაკლასელები ჩუმად ჩაკეტა კლასში. ეს მაშინ მოხდა როცა სწავლის პროცესი დასრულებული იყო და სკოლაში მხოლოდ დამლაგებელი იმყოფებოდა. მხოლოდ რამდენიმესაათიანი ყვირილის შემდეგ შეძლეს  ჩაკეტილმა  ბავშვებმა ხმა მიეწვდინათ დამლაგებლისთვის , რომელმაც ისინი გაათავისუფლა.
    სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით "თავისუფლების უკანანოდ აღკვეთა , ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე ".
     საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით, ადამიანის თავისუფლება ხელშეუხებელია. თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარად შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე.
    ადამიანის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც აღიარებულია არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით. სახელმწიფოს მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში შეუძლია , შეზღუდოს ადამიანის თავისუფლება. ყველაზე ხშირად პიროვნების თავისუფლების შეზღუდვა ხდება დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირის დაკავების ან დაპატიმრების სახით.
   კერძო პირებს სხვისი დაკავების ან თავისუფლების შეზღუდვის უფლება არ აქვთ. მცირე გამონაკლისი ან წესიდან დაიშვება დამნაშავის შეპყრობის დროს. შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ, რომ სხვისი თავისუფლებასთან თამაში არ შეიძლება და ის, რაც უწყინარ ხუმრობად შეიძლება მოგვეჩვენოს , მძიმე დანაშაულია და ისჯება კანონით.

Friday, May 6, 2016

დევნილთა უფლებები

ევნილად ითვლება პირი რომელიც არის საქართველოს მოქალაქე ან მუდმივად მცხოვრების სტატუსის  არმქონე  პირი,  რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი საცხოვრებელი და გადაადგილებულიყო სხვა ტერიტორიაზე იმ მიზეზით , რომ საფრთხე შეექმნა მის ჯანმრთელობას ან თავისუფლებას . ყველა ადამინი რომელსაც ეს განმარტება შეეხება , უფლება აქვს მოითხოვოს დევნილის სტატუსი.
   2015 წლის სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში 263598 დევნილია .
   იძულებით გადაადგილებული პირები საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით , თანასწორობის საფუძველზე ისეთივე უფლებებით უნდა სარგებლობდნენ , როგორითაც სარგებლობენ სხვა პირები  მის ქვეყანაში. იმის გამო , რომ ისინი იძულებით გადაადგილებული პირები არიან, არ უნდა განიცადონ რაიმე სახის დისკრიმინაცია. დღესდღეისობით საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი დევნილების უფლებები რეგულირდება "იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ"  .
   დევნილებს უფლება აქვთ : ეძებონ უსაფრთხო საცხოვრებელი და თავშესაფარი სხვა ქვეყანაში, დაცულნი იყვენენ იძულებით გადასახლებისაგან და ა.შ.  იმისთვის , რომ მათ მოახეხონ საკუთარი უფლებების დაცვა საჭიროა მათი ინფორმირება. საჭირო ინფორმაციის არ ქონის შემთხვევაში ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას. მაგალითად, ბევრი დევნილი მიიჩნევს , რომ მათი სტატუსი დაკავშირებულია მათ სოციალურ შეღავათებზე , რომელსაც იღებენ  და მიაჩნიათ , რომ თუ უარს იტყვიან ამაზე მაშინ დევნილის სტსტუსს დაკარგავენ. რაც რეალობას არ შეესაბამება.
   დღესდღეისობით დევნილთა უფლებები  დაცული და ისინი უფრო  ინფორმირებულნი არიან.

ცხოველების წამება

 
   სისხლის სამართლის 259-ე მუხლის მიხედვით, "ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წამება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე".  ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა არა მხოლოდ მიუღებელი და ამორალურია, არამედ ისჯება კანონით. სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება არა მხოლოდ ცხოველის დასახიჩრება და მოკვლა სასტიკი მოპყრობის მეშვეობით, არამედ ცხოველის წვალებაც.
    არ უნდა დაგვავიწყდეს , რომ ცხოველთა სამყარო ცოცხალი ბუნების უმთავრესი ნაწილია. ზოგიერთი ჩვენგანისთვის ცოცხალი მეგობარი და ჩვენი ცხოველების განუყოფელი ნაწილია. ცხოველების მნიშვნელობას ბევრი ადამიანი ბოლომდე ვერ აცნობიერებს და ცხოველი მხოლოდ უსიცოცხლო საგნად , ობიექტად  მიაჩნია. ამის გამო აუცილებელია ცხოველთა კანონით დაცვა.
    ცხოველების მიმართ სასტიკი  მოპყრობა აკრძლულია მსოფლიოს ყველა განვითარებული ქვეყნის კანონმდებლობით, ასევე აკრძალულია მრავალი საერთაშორისო ხელშეკრულებით. მაგალითად : 1986 წლის ევროსაბჭოს კონვენცია იმ ხერხემლიანი ცხოველების დაცვის თაობაზე , რომლებიც გამოიყენებიან ექსპერიმენტული ან სამეცნიერო მიზნებისათვის, 1987 წლის ევროპული კონვენცია სახლის ძაღლის ცხოვრების დაცვის თაობაზე და სხვ. დღეისათვის არსებობს მრავალი საერთაშორისო  და ეროვნული ასოციაცია, რომლებიც იბრძვიან ცხოველთა უფლებების  დასაცავად.  ჩვენთან ასეთია საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება , რომელიც 2006 წელს დაარსდა. სხვადასხვა საქმიანობასთან ერთად ასოციაცია პატრონობს უსახლკარო ძაღლებსა და ლეკვების თავშესაფარს, სადაც უსახლკარო ცხოველები ბინავდება და შემდეგ ბარდება ცხოველების მოყვარულ, გულისხმიერ ადამიანებს.