Wednesday, May 11, 2016

თავისუფლების შეზღუდვა

   მაგალითისთვის : ერთ-ერთმა მოსწავლემ თავისი თანაკლასელები ჩუმად ჩაკეტა კლასში. ეს მაშინ მოხდა როცა სწავლის პროცესი დასრულებული იყო და სკოლაში მხოლოდ დამლაგებელი იმყოფებოდა. მხოლოდ რამდენიმესაათიანი ყვირილის შემდეგ შეძლეს  ჩაკეტილმა  ბავშვებმა ხმა მიეწვდინათ დამლაგებლისთვის , რომელმაც ისინი გაათავისუფლა.
    სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით "თავისუფლების უკანანოდ აღკვეთა , ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე ".
     საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით, ადამიანის თავისუფლება ხელშეუხებელია. თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარად შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე.
    ადამიანის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც აღიარებულია არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით. სახელმწიფოს მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში შეუძლია , შეზღუდოს ადამიანის თავისუფლება. ყველაზე ხშირად პიროვნების თავისუფლების შეზღუდვა ხდება დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირის დაკავების ან დაპატიმრების სახით.
   კერძო პირებს სხვისი დაკავების ან თავისუფლების შეზღუდვის უფლება არ აქვთ. მცირე გამონაკლისი ან წესიდან დაიშვება დამნაშავის შეპყრობის დროს. შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ, რომ სხვისი თავისუფლებასთან თამაში არ შეიძლება და ის, რაც უწყინარ ხუმრობად შეიძლება მოგვეჩვენოს , მძიმე დანაშაულია და ისჯება კანონით.

No comments:

Post a Comment