Monday, May 16, 2016

საავტორო უფლებები

      ყველა სახელმწიფოს ამოცანაა, ხელი შეუწყოს ინტელექტუალური საკუთრების, შემოქმედებითი შრომისა და  ასევე საავტორო უფლებების სამართლებრივად დაცვის საკითხს.   21-ე საუკუნეში , როდესაც ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები ფართოდ არის გახსნილი, უფრო მეტად ხდება საჭირო სამართლისა და საავტორო უფლებების დაცვა .  საავტორო უფლება არის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლება, რომელიც წარმოიშობა ლიტერატურის ან ხელოვნების ნაწარმოების შექმნისა და შემდეგ მისი გამოყენებისას. საავტორო უფლება წარმოიშობა ,  ნაწარმოების შექმნის მომენტიდან.
   საქართველოში ყოფილა შემთხვევა , როდესაც ადამინს გასჩენია პრეტენზია და განუცხადებია , რომ მისი საავტორო უფლებები დაირღვა. მიზეზად კი იმას ასახელებდნენ , რომ საქართველოს, სამართლებრივი ზომები ამ საკითხთან დაკავშირებით, არ  გააჩნია. თუმცა ,რეალურად , მიზეზი არცოდნიდან უფრო გამომდინარეობს , ვინაიდან კანონმდებლობაში  ფართო ბაზა გაგვაჩნია საავტორო უფლებებთან დაკავშირებით. საქართველოს კანონმდებლობაც ცდილობს მაქსიმალურად დაცული იყოს საავტორო უფლებები.
    საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ არეგულირებს იმ საავტორო ქონებრივ პირად  არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს , რომელიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურის ნაწარმოებთა შექმნისა და გამოყენებისას.  საავტორო უფლება მოქმედებს ავტორის სიცოცხლესი და ასევე მისი გარდაცვალების შემდეგ 70 წლის განმავლობაში.
   ხშირად ფოტოებზე გამოყენებული არის C -ნიშანი , რომლის განმარტება ხშირ შემთხვევაში უცნობია.  მუხლი  9.4 გვეუბნება: "განსაკუთრებული საავტორო უფლებების მფლობელს თავისი უფლების განცადებისათვის შეუძლია გამოიყენოს საავტორო უფლებების დაცვის ნიშანი , რომელიც დაისმება ამ ნაწარმოებზე. ამ ნიშანთან ერთად ასევე იქნება მითითებული ნაწარმოების ავტორის სახელი და თავდაპირველი გამოცემის წელი."
   სოციალურ ქსელში ხშირად გვხვდება შემთხევა , რომ ვრცელდება ფოტოსურათი, ან რაიმე წერილობითი პოსტი და ა.შ. ხდება მისი გაზიარება ან სულაც მითვისება და შემდეგ "თავის საკუთრებად " გამოცხადება. ეს ვფიქრობ , რომ გამოწვეულია ინფორმაციის ნაკლებობით, რადგან თუ ადამიანი აცნობიერებს რომ ელემენტალურ ფოტოზეც კი საავტორო უფლება ვრცელდება და ავტორის უფლებების დარღვევა კანონით ისჯება , ის ამას აღარ გააკეთებს .
   

No comments:

Post a Comment