Sunday, May 22, 2016

რა არის კანონი და რისთვის არსებობს იგი

  
 სამართალი არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი ქცევის სავალდებულო წესების ერთობლიობა , რომელთა შესრულებასაც უზრუნველყოფს სახელმწიფოს სხვადასვხა დარწმუნებითი და იძულებითი საშუალებებით.
    კანონი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს - პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი , რომელიც აწესრიგებს მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხს : ადგენს წესებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
    სახელმწიფო ორგანოს ან თანანმდებობის პირის მიერ გამოცემულ ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც ასეთ წესს ადგენს, სამართლებრივი აქტი ეწოდება . სამართლებრივ აქტებში , განსაკუთრებით ნორმატიულებში ( დოკუმენტი ,რომელიც ადგენს ქცევის წესებს , განკუთვნილს მრავალჯერადი გამოყენებისთვის) ჩამოყალიბებულია უფლებები და მოვალეობები , რომლებიც აქვთ ადამიანებს , ორგანიზაციებს , თანანმდებობის პირებს  და ასევე მოცემულია მათი განხორციელების წესები. 
    საერთაშორისო სამართლებრივი აქტი ადგენს ისეთ წესებს , რომელთაც იმის გამო, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ, სახელმწიფოები ერთობლივად აყალიბებენ. თუ სახელმწიფო ასეთ, აქტს მიუერთდება , ეს ნიშნავს , რომ ის ეთანხმება მის წესებს და თავს ივალდებულებს , დაიცვას ისინი.
   კანონის გარდა ყველა სამართლებრივი აქტი კანონქვემდებარედ მიიჩნევა, რადგან კანონს უნდა შეესაბამებოდეს.
  კანონებში საზოგადოებისთვის უმნიშვენელოვანესი წესებია ასახული, მაგრამ ყველა კანონი არაა თანაბრი ძალის . მათ შორის არსებობს იერარქია-ზოგიერთი  კანონი უნდა შეესაბამებოდეს მის ზემდგომ კანონს.
  კანონები ხშირად სრულყოფილი არ არის , ისინი მუდმივად იხვეწებიან იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც თავდაპირველად არ იყო გათვლილი. კანონების შეცვლის და ახალი კანონის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება მოქალაქეებსაც შეუძლიათ, თუმცა , კანონის შეცვლაც გარკვეული წესების დაცვით, ანუ კანონიერი გზით უნდა ხდებოდეს. მოქმედი კანონი დაცული უნდა იყოს მაშინაც, როცა იგი უმნიშვნელოდ ან არასწორად მიგვაჩნია.
   საზოგადოებას , რომლის უმრავლესობაც აღიარებს კანონის უზენაესობას და იცავ კანონს , კანონების კულტურის მატარებელ საზოგადოებას უწოდებენ. ასეთი საზოგადოების წევრი , ჩვეულებრივ , სამართალდამცველის ზედამხედველობის გარეშეც იცავს კანონს.


    

No comments:

Post a Comment