Thursday, May 12, 2016

LGBT პირები

XXI - საუკუნეში , გასულ საუკუნეებთან შედარებით უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ადამიანის უფლებების დაცვას და პატივისცემას. მსოფლიო ერთხმად გმობს ყველანაირ სახის ძალადობას, რომელიც მიმართული არის ადამიანის წინააღმდეგ და ზიანს აყენებს მას.
  ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ LGBT-ს მნიშვნელობა. ამ ტერმინს იყენებენ : გეი, ტრანსგენდერი, ბისექსუალი და ლესბოსელი ადამიანების აღსანიშნად .
    დღესდღეისობით წინაპლანზეა წამოწეული სექსუალური უმცირესობის დაცვის საკითხები.საყურადღებოა ,რომ 2010 წლის 31 მარტს ევროპის საბჭოს  მინისტრთა კომიტეტმა მიიღო რეკომენდაცია :  " სექსუალური  ორიენტაციის და გენდერული  იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციასთან ბრძოლის ზომების  შესახებ."  საინტერესოა თუ რამდენად ითვალისწინებს ამო ყოველივეს საქართველო.თუმცა ცხადია, რომ ჩვენს ქვეყანაში , ჯერ კიდევ  არ არის კონსტიტუციაში დაკონკრეტებული , თუ რა სახის დისკრიმინაცია იკრძალება.  ამას მოწმობს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი რომელიც ამბობს ,რომ :" ყველა ადამიანი დაბადებიდან  თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა,კანის ფერისა ,სქესისა, ,ენისა,  პოლიტიკური შეხედულებებისა , რელიგიისა და ა.შ.  თუმცა კონსტიტუცია პირდაპირ  არ კრძალავს დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე.
   საზოგადოების ერთი ნაწილი თვლის , რომ LGBT -ები ისეთივე ადამიანები არიან და იგივე უფლებები აქვთ, როგორც ჩვენ. ყველანაირი კანონის მიხედვით ეს სწორედაც ასეა, თუმცა, არსბობს მეორე ნაწლიც , რომელიც ფიქრობს ,რომ LGBT პირები არიან ადამიანები რომლთა ადგილიც საზოგადოებაში არ არის და საჭიროებენ რამე სახის დახმარებას ან მასგავს რაღაცეებს. ამით ეს ადამიანები არღვევენ LGBT პირების უფლებებს.
   თუმცა თუ კარგად დავფიქრდებით მივხვდებით , რომ  LGBT პირები არიან  ჩვეულებრივი ადამიანები, მხოლოდ გააჩნიათ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია, რომელიც არც დაავადებაა და არც იკურნება. მათ ისეთივე უფლებები და მოვალეობები გააჩნიათ როგორ ჩვენ ყველას.(ჩვეულებრივ ადამიანებს).  
     საქართველოში ეს საკითხი საკმაოდ  პრობლემატურია. ვფიქრობ , რომ ისეთ ქვეყანაში სადაც საკმაოდ კარგად და მჭიდროდ აქვს ტრადიციებს ფესვები გამჯდარი და გააჩნია მისი ტრადიციული მენტალიტეტი ძნელია ( LGBT პირმა) განსხვავებილი ორიენტაციიის ადამიანებმა მოახერხონ  ამ საზოგადოებაში თავის დამკვიდრება. გავიხსენოთ LGBT პირებისა და ქართველ საზოგადოებას შორის დაპირისპირება.  მე ვფიქრობ , რომ ამგვარი ქმედება (ვგულისხმობ აქციებს და ჯვრის დაწერის უფლების მიღებას და ა.შ ) აღიზიანებს ქართულ საზოგადოებას. მათთვის მიუღებელია ერთსქსესიანთა ქორწინება  , მათი მენტალიტეტიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე. 
  ზოგადად ეს თემა ძლიან ვრცელია.  ჩემი აზრით , ისინი ძალიან ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ყველანაირი უფლება აქვთ იცხოვრონ ისე როგორც სხვადანარჩენი " ჩვეულებრივი " ადამიანები ცხოვრობენ. მე პირადად  მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.  მაგრამ  სხვებისთვის ისინი განსხვავებულები  არიან და მათი ქცევები საკმაოდ გამაღიზიანებელია. 
    ამ საკითხის მოგვარების გზას ვხედავ  ურთირთშეთანხმებაში. ასევე " აზროვნების შეცვლაში" და ამ თემის გააზრებაში მაგრამ ვერავის მოსთხოვ მისი აზრის შეცვლას.  უბრალოდ უნდა მიხვდეს  ადამინი , რომ  სხვისი ცხოვრება და მისი თუნდაც სექსუალური ორიენტაცია მათი საქმე არ არის . თუმცა ვიცი და დარწმუნებულიც ვარ(ჩემი გამოცდილებიდან) ,რომ ამის საწინააღმდეგონ საზოგადოება იტყვის , რომ ამით ისინი ცუდ მაგალითს აძლევენ ბავშვებს. ეს კიდევ სხვა საკითხია თუმცა , აქ უკვე მათ სწორად აღზრდაზე და მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაა მნიშვნელოვანი.

2 comments:

  1. მარიამ! ყოველთვის აქტიურად ვადევნებ თვალს შენს ბლოგს და ძალიან გამიხარდა რომ ამ თემას შეეხე... რატომღაც ყველა გაურბის ამაზე ლაპარაკს მაგრამ აშკარაა რომ აუცილებელია ხალხს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ქონდეს ე.წ. LGBT ადამიანების შეხასებ რომ დასრულდეს მათი დისკრიმინაცია ჩვენი საზოგადოებიდან...

    ReplyDelete
    Replies
    1. გეთანხმები ძალიან ბევრი გაურბის ამ თემაზე საუბარს , თუმცა ვთვლი რომ საჭიროა ამ თემაზე საუბარი, მხოლოდ იმიტომ, რომ ხშირად არასწორი ინფორმაცია აქვთ LGBT პირებთან დაკავშირებით. მეც ვთვლი , რომ უნდა დასრულდეს ამ ადამიანების დისკრიმინაცია . მადლობა <3

      Delete