Friday, May 6, 2016

ცხოველების წამება

 
   სისხლის სამართლის 259-ე მუხლის მიხედვით, "ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წამება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე".  ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა არა მხოლოდ მიუღებელი და ამორალურია, არამედ ისჯება კანონით. სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება არა მხოლოდ ცხოველის დასახიჩრება და მოკვლა სასტიკი მოპყრობის მეშვეობით, არამედ ცხოველის წვალებაც.
    არ უნდა დაგვავიწყდეს , რომ ცხოველთა სამყარო ცოცხალი ბუნების უმთავრესი ნაწილია. ზოგიერთი ჩვენგანისთვის ცოცხალი მეგობარი და ჩვენი ცხოველების განუყოფელი ნაწილია. ცხოველების მნიშვნელობას ბევრი ადამიანი ბოლომდე ვერ აცნობიერებს და ცხოველი მხოლოდ უსიცოცხლო საგნად , ობიექტად  მიაჩნია. ამის გამო აუცილებელია ცხოველთა კანონით დაცვა.
    ცხოველების მიმართ სასტიკი  მოპყრობა აკრძლულია მსოფლიოს ყველა განვითარებული ქვეყნის კანონმდებლობით, ასევე აკრძალულია მრავალი საერთაშორისო ხელშეკრულებით. მაგალითად : 1986 წლის ევროსაბჭოს კონვენცია იმ ხერხემლიანი ცხოველების დაცვის თაობაზე , რომლებიც გამოიყენებიან ექსპერიმენტული ან სამეცნიერო მიზნებისათვის, 1987 წლის ევროპული კონვენცია სახლის ძაღლის ცხოვრების დაცვის თაობაზე და სხვ. დღეისათვის არსებობს მრავალი საერთაშორისო  და ეროვნული ასოციაცია, რომლებიც იბრძვიან ცხოველთა უფლებების  დასაცავად.  ჩვენთან ასეთია საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება , რომელიც 2006 წელს დაარსდა. სხვადასხვა საქმიანობასთან ერთად ასოციაცია პატრონობს უსახლკარო ძაღლებსა და ლეკვების თავშესაფარს, სადაც უსახლკარო ცხოველები ბინავდება და შემდეგ ბარდება ცხოველების მოყვარულ, გულისხმიერ ადამიანებს.

No comments:

Post a Comment