Sunday, May 22, 2016

რა არის კანონი და რისთვის არსებობს იგი

  
 სამართალი არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი ქცევის სავალდებულო წესების ერთობლიობა , რომელთა შესრულებასაც უზრუნველყოფს სახელმწიფოს სხვადასვხა დარწმუნებითი და იძულებითი საშუალებებით.
    კანონი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს - პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი , რომელიც აწესრიგებს მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხს : ადგენს წესებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
    სახელმწიფო ორგანოს ან თანანმდებობის პირის მიერ გამოცემულ ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც ასეთ წესს ადგენს, სამართლებრივი აქტი ეწოდება . სამართლებრივ აქტებში , განსაკუთრებით ნორმატიულებში ( დოკუმენტი ,რომელიც ადგენს ქცევის წესებს , განკუთვნილს მრავალჯერადი გამოყენებისთვის) ჩამოყალიბებულია უფლებები და მოვალეობები , რომლებიც აქვთ ადამიანებს , ორგანიზაციებს , თანანმდებობის პირებს  და ასევე მოცემულია მათი განხორციელების წესები. 
    საერთაშორისო სამართლებრივი აქტი ადგენს ისეთ წესებს , რომელთაც იმის გამო, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ, სახელმწიფოები ერთობლივად აყალიბებენ. თუ სახელმწიფო ასეთ, აქტს მიუერთდება , ეს ნიშნავს , რომ ის ეთანხმება მის წესებს და თავს ივალდებულებს , დაიცვას ისინი.
   კანონის გარდა ყველა სამართლებრივი აქტი კანონქვემდებარედ მიიჩნევა, რადგან კანონს უნდა შეესაბამებოდეს.
  კანონებში საზოგადოებისთვის უმნიშვენელოვანესი წესებია ასახული, მაგრამ ყველა კანონი არაა თანაბრი ძალის . მათ შორის არსებობს იერარქია-ზოგიერთი  კანონი უნდა შეესაბამებოდეს მის ზემდგომ კანონს.
  კანონები ხშირად სრულყოფილი არ არის , ისინი მუდმივად იხვეწებიან იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც თავდაპირველად არ იყო გათვლილი. კანონების შეცვლის და ახალი კანონის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება მოქალაქეებსაც შეუძლიათ, თუმცა , კანონის შეცვლაც გარკვეული წესების დაცვით, ანუ კანონიერი გზით უნდა ხდებოდეს. მოქმედი კანონი დაცული უნდა იყოს მაშინაც, როცა იგი უმნიშვნელოდ ან არასწორად მიგვაჩნია.
   საზოგადოებას , რომლის უმრავლესობაც აღიარებს კანონის უზენაესობას და იცავ კანონს , კანონების კულტურის მატარებელ საზოგადოებას უწოდებენ. ასეთი საზოგადოების წევრი , ჩვეულებრივ , სამართალდამცველის ზედამხედველობის გარეშეც იცავს კანონს.


    

Monday, May 16, 2016

საავტორო უფლებები

      ყველა სახელმწიფოს ამოცანაა, ხელი შეუწყოს ინტელექტუალური საკუთრების, შემოქმედებითი შრომისა და  ასევე საავტორო უფლებების სამართლებრივად დაცვის საკითხს.   21-ე საუკუნეში , როდესაც ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები ფართოდ არის გახსნილი, უფრო მეტად ხდება საჭირო სამართლისა და საავტორო უფლებების დაცვა .  საავტორო უფლება არის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლება, რომელიც წარმოიშობა ლიტერატურის ან ხელოვნების ნაწარმოების შექმნისა და შემდეგ მისი გამოყენებისას. საავტორო უფლება წარმოიშობა ,  ნაწარმოების შექმნის მომენტიდან.
   საქართველოში ყოფილა შემთხვევა , როდესაც ადამინს გასჩენია პრეტენზია და განუცხადებია , რომ მისი საავტორო უფლებები დაირღვა. მიზეზად კი იმას ასახელებდნენ , რომ საქართველოს, სამართლებრივი ზომები ამ საკითხთან დაკავშირებით, არ  გააჩნია. თუმცა ,რეალურად , მიზეზი არცოდნიდან უფრო გამომდინარეობს , ვინაიდან კანონმდებლობაში  ფართო ბაზა გაგვაჩნია საავტორო უფლებებთან დაკავშირებით. საქართველოს კანონმდებლობაც ცდილობს მაქსიმალურად დაცული იყოს საავტორო უფლებები.
    საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ არეგულირებს იმ საავტორო ქონებრივ პირად  არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს , რომელიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურის ნაწარმოებთა შექმნისა და გამოყენებისას.  საავტორო უფლება მოქმედებს ავტორის სიცოცხლესი და ასევე მისი გარდაცვალების შემდეგ 70 წლის განმავლობაში.
   ხშირად ფოტოებზე გამოყენებული არის C -ნიშანი , რომლის განმარტება ხშირ შემთხვევაში უცნობია.  მუხლი  9.4 გვეუბნება: "განსაკუთრებული საავტორო უფლებების მფლობელს თავისი უფლების განცადებისათვის შეუძლია გამოიყენოს საავტორო უფლებების დაცვის ნიშანი , რომელიც დაისმება ამ ნაწარმოებზე. ამ ნიშანთან ერთად ასევე იქნება მითითებული ნაწარმოების ავტორის სახელი და თავდაპირველი გამოცემის წელი."
   სოციალურ ქსელში ხშირად გვხვდება შემთხევა , რომ ვრცელდება ფოტოსურათი, ან რაიმე წერილობითი პოსტი და ა.შ. ხდება მისი გაზიარება ან სულაც მითვისება და შემდეგ "თავის საკუთრებად " გამოცხადება. ეს ვფიქრობ , რომ გამოწვეულია ინფორმაციის ნაკლებობით, რადგან თუ ადამიანი აცნობიერებს რომ ელემენტალურ ფოტოზეც კი საავტორო უფლება ვრცელდება და ავტორის უფლებების დარღვევა კანონით ისჯება , ის ამას აღარ გააკეთებს .
   

Friday, May 13, 2016

ინტერვიუ ციხისძირის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მარიამ ყელიხაშვილთან (LGBT პირებთან დაკავშირებით)

- გამარჯობა.
- გამარჯობა.
-მინდა  ინტერვიუ ჩამოგართვა LGBT პირებთან დაკავშირებით.
- კარგი დავიწყოთ.
- მაინტერესებს თუ იცი რას ნიშნავს LGBT და ვინ მოიაზრება მასში .
- სიტყვა  LGBT აბრევიატურაა და მასში მოიაზრებიან ე.წ  ლეზბოსელები, გეები, ბისექსუალები და ტრანსგენდერები .
- გეთანხმები. მისაღებია თუ არა ისინი შენთვის?
- ჩემთვის ასეთი ადამიანები, რა თქმა უნდა ჩვეულებრივი ადამიანები არიან , რომელთაც დარღვეული აქვთ ჰორმონალური ბალანსი. ასე , რომ მე მათ არ განვასხვავებ ჩვეულებრივი ადამიანებისგან, თუმა არ ვეთანხმები მათგან წამოსულ მოთხოვნებს.
- რა მოთხოვნებს გულისხმობ?
- მაგალითად არ ვეთანხმები , რომ მათ უნდა ქონდეთ ჯვრისწერის უფლება და კანონიერი ქორწინება, რადგან ქრისტიანული ეკლესიის შეურაცხყოფაა.
- როგორც იცი ეს საკითხი საქართველოში განსაკუთრებულად პრობლემატურია, როგორ ფიქრობ რატომ?
- გეთანხმები, ეს საკითხი დღეს ნამდვილად აქტუალური და პრობლემატურია, რადგან ქართველებს განსხვავებული მენტალიტეტი გვაქვს, რომელიც ეწინააღმდეგება ყველანაირ " არაკულტურულობას" და არატრადიციულობას. საზოგადოების მეორე ნაწილი კი ევროპსკენ სწრავის მიზნით სულაც არ უარყოფს ამ ყველაფერს, სწორე ამან გამოიწვია დაპირისპირება.
- შენ რომელ მათგანს ემხრობი?
- მე პირადა არ ვეთანხმები რომ მათ ქორწინების და მით უმეტეს ჯვრიწერის უფლება უნდა ქონდეთ, თუმცა ისინი არ უნდა იქნენ დისკრიმინალიზებულნი.
- როგორ ფიქრობ,   LGBT პირების ინტეგრაცია საქარტველოში , ევროპასთან უფრო დაგვაახლოვებს?
- არა, ჩემი აზრით ეს ასე არ არის.
- გქონია თუ არა განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებთან ურთიერთობა?
- არა , არ მქონია.
- კარგი და ბოლოს მაინტერესებს რაში ხედავ გამოსავალს? როგორ უნდა მოვიქცეთ , რომ ეს პრობლემა მოგვარდეს?
-ჩემი აზრით, უნდა შეწყდეს LGBT პირების დისკრიმინაცია , რადგან ეს მათი ცხოვრებაა და ჩვენ არავის განკითხვის უფლება არ გვაქვს , თუმცა მათ " სანაცვლოდ" აღარ უნდა წამოაყენონ ზემოთ ხსენებული მოთხოვნები.
- ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.
- არაფრის.


Thursday, May 12, 2016

LGBT პირები

XXI - საუკუნეში , გასულ საუკუნეებთან შედარებით უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ადამიანის უფლებების დაცვას და პატივისცემას. მსოფლიო ერთხმად გმობს ყველანაირ სახის ძალადობას, რომელიც მიმართული არის ადამიანის წინააღმდეგ და ზიანს აყენებს მას.
  ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ LGBT-ს მნიშვნელობა. ამ ტერმინს იყენებენ : გეი, ტრანსგენდერი, ბისექსუალი და ლესბოსელი ადამიანების აღსანიშნად .
    დღესდღეისობით წინაპლანზეა წამოწეული სექსუალური უმცირესობის დაცვის საკითხები.საყურადღებოა ,რომ 2010 წლის 31 მარტს ევროპის საბჭოს  მინისტრთა კომიტეტმა მიიღო რეკომენდაცია :  " სექსუალური  ორიენტაციის და გენდერული  იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციასთან ბრძოლის ზომების  შესახებ."  საინტერესოა თუ რამდენად ითვალისწინებს ამო ყოველივეს საქართველო.თუმცა ცხადია, რომ ჩვენს ქვეყანაში , ჯერ კიდევ  არ არის კონსტიტუციაში დაკონკრეტებული , თუ რა სახის დისკრიმინაცია იკრძალება.  ამას მოწმობს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი რომელიც ამბობს ,რომ :" ყველა ადამიანი დაბადებიდან  თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა,კანის ფერისა ,სქესისა, ,ენისა,  პოლიტიკური შეხედულებებისა , რელიგიისა და ა.შ.  თუმცა კონსტიტუცია პირდაპირ  არ კრძალავს დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე.
   საზოგადოების ერთი ნაწილი თვლის , რომ LGBT -ები ისეთივე ადამიანები არიან და იგივე უფლებები აქვთ, როგორც ჩვენ. ყველანაირი კანონის მიხედვით ეს სწორედაც ასეა, თუმცა, არსბობს მეორე ნაწლიც , რომელიც ფიქრობს ,რომ LGBT პირები არიან ადამიანები რომლთა ადგილიც საზოგადოებაში არ არის და საჭიროებენ რამე სახის დახმარებას ან მასგავს რაღაცეებს. ამით ეს ადამიანები არღვევენ LGBT პირების უფლებებს.
   თუმცა თუ კარგად დავფიქრდებით მივხვდებით , რომ  LGBT პირები არიან  ჩვეულებრივი ადამიანები, მხოლოდ გააჩნიათ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია, რომელიც არც დაავადებაა და არც იკურნება. მათ ისეთივე უფლებები და მოვალეობები გააჩნიათ როგორ ჩვენ ყველას.(ჩვეულებრივ ადამიანებს).  
     საქართველოში ეს საკითხი საკმაოდ  პრობლემატურია. ვფიქრობ , რომ ისეთ ქვეყანაში სადაც საკმაოდ კარგად და მჭიდროდ აქვს ტრადიციებს ფესვები გამჯდარი და გააჩნია მისი ტრადიციული მენტალიტეტი ძნელია ( LGBT პირმა) განსხვავებილი ორიენტაციიის ადამიანებმა მოახერხონ  ამ საზოგადოებაში თავის დამკვიდრება. გავიხსენოთ LGBT პირებისა და ქართველ საზოგადოებას შორის დაპირისპირება.  მე ვფიქრობ , რომ ამგვარი ქმედება (ვგულისხმობ აქციებს და ჯვრის დაწერის უფლების მიღებას და ა.შ ) აღიზიანებს ქართულ საზოგადოებას. მათთვის მიუღებელია ერთსქსესიანთა ქორწინება  , მათი მენტალიტეტიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე. 
  ზოგადად ეს თემა ძლიან ვრცელია.  ჩემი აზრით , ისინი ძალიან ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ყველანაირი უფლება აქვთ იცხოვრონ ისე როგორც სხვადანარჩენი " ჩვეულებრივი " ადამიანები ცხოვრობენ. მე პირადად  მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.  მაგრამ  სხვებისთვის ისინი განსხვავებულები  არიან და მათი ქცევები საკმაოდ გამაღიზიანებელია. 
    ამ საკითხის მოგვარების გზას ვხედავ  ურთირთშეთანხმებაში. ასევე " აზროვნების შეცვლაში" და ამ თემის გააზრებაში მაგრამ ვერავის მოსთხოვ მისი აზრის შეცვლას.  უბრალოდ უნდა მიხვდეს  ადამინი , რომ  სხვისი ცხოვრება და მისი თუნდაც სექსუალური ორიენტაცია მათი საქმე არ არის . თუმცა ვიცი და დარწმუნებულიც ვარ(ჩემი გამოცდილებიდან) ,რომ ამის საწინააღმდეგონ საზოგადოება იტყვის , რომ ამით ისინი ცუდ მაგალითს აძლევენ ბავშვებს. ეს კიდევ სხვა საკითხია თუმცა , აქ უკვე მათ სწორად აღზრდაზე და მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაა მნიშვნელოვანი.

Wednesday, May 11, 2016

თავისუფლების შეზღუდვა

   მაგალითისთვის : ერთ-ერთმა მოსწავლემ თავისი თანაკლასელები ჩუმად ჩაკეტა კლასში. ეს მაშინ მოხდა როცა სწავლის პროცესი დასრულებული იყო და სკოლაში მხოლოდ დამლაგებელი იმყოფებოდა. მხოლოდ რამდენიმესაათიანი ყვირილის შემდეგ შეძლეს  ჩაკეტილმა  ბავშვებმა ხმა მიეწვდინათ დამლაგებლისთვის , რომელმაც ისინი გაათავისუფლა.
    სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით "თავისუფლების უკანანოდ აღკვეთა , ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე ".
     საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით, ადამიანის თავისუფლება ხელშეუხებელია. თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარად შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე.
    ადამიანის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც აღიარებულია არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით. სახელმწიფოს მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში შეუძლია , შეზღუდოს ადამიანის თავისუფლება. ყველაზე ხშირად პიროვნების თავისუფლების შეზღუდვა ხდება დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირის დაკავების ან დაპატიმრების სახით.
   კერძო პირებს სხვისი დაკავების ან თავისუფლების შეზღუდვის უფლება არ აქვთ. მცირე გამონაკლისი ან წესიდან დაიშვება დამნაშავის შეპყრობის დროს. შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ, რომ სხვისი თავისუფლებასთან თამაში არ შეიძლება და ის, რაც უწყინარ ხუმრობად შეიძლება მოგვეჩვენოს , მძიმე დანაშაულია და ისჯება კანონით.

Friday, May 6, 2016

დევნილთა უფლებები

ევნილად ითვლება პირი რომელიც არის საქართველოს მოქალაქე ან მუდმივად მცხოვრების სტატუსის  არმქონე  პირი,  რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი საცხოვრებელი და გადაადგილებულიყო სხვა ტერიტორიაზე იმ მიზეზით , რომ საფრთხე შეექმნა მის ჯანმრთელობას ან თავისუფლებას . ყველა ადამინი რომელსაც ეს განმარტება შეეხება , უფლება აქვს მოითხოვოს დევნილის სტატუსი.
   2015 წლის სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში 263598 დევნილია .
   იძულებით გადაადგილებული პირები საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით , თანასწორობის საფუძველზე ისეთივე უფლებებით უნდა სარგებლობდნენ , როგორითაც სარგებლობენ სხვა პირები  მის ქვეყანაში. იმის გამო , რომ ისინი იძულებით გადაადგილებული პირები არიან, არ უნდა განიცადონ რაიმე სახის დისკრიმინაცია. დღესდღეისობით საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი დევნილების უფლებები რეგულირდება "იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ"  .
   დევნილებს უფლება აქვთ : ეძებონ უსაფრთხო საცხოვრებელი და თავშესაფარი სხვა ქვეყანაში, დაცულნი იყვენენ იძულებით გადასახლებისაგან და ა.შ.  იმისთვის , რომ მათ მოახეხონ საკუთარი უფლებების დაცვა საჭიროა მათი ინფორმირება. საჭირო ინფორმაციის არ ქონის შემთხვევაში ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას. მაგალითად, ბევრი დევნილი მიიჩნევს , რომ მათი სტატუსი დაკავშირებულია მათ სოციალურ შეღავათებზე , რომელსაც იღებენ  და მიაჩნიათ , რომ თუ უარს იტყვიან ამაზე მაშინ დევნილის სტსტუსს დაკარგავენ. რაც რეალობას არ შეესაბამება.
   დღესდღეისობით დევნილთა უფლებები  დაცული და ისინი უფრო  ინფორმირებულნი არიან.

ცხოველების წამება

 
   სისხლის სამართლის 259-ე მუხლის მიხედვით, "ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წამება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე".  ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა არა მხოლოდ მიუღებელი და ამორალურია, არამედ ისჯება კანონით. სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება არა მხოლოდ ცხოველის დასახიჩრება და მოკვლა სასტიკი მოპყრობის მეშვეობით, არამედ ცხოველის წვალებაც.
    არ უნდა დაგვავიწყდეს , რომ ცხოველთა სამყარო ცოცხალი ბუნების უმთავრესი ნაწილია. ზოგიერთი ჩვენგანისთვის ცოცხალი მეგობარი და ჩვენი ცხოველების განუყოფელი ნაწილია. ცხოველების მნიშვნელობას ბევრი ადამიანი ბოლომდე ვერ აცნობიერებს და ცხოველი მხოლოდ უსიცოცხლო საგნად , ობიექტად  მიაჩნია. ამის გამო აუცილებელია ცხოველთა კანონით დაცვა.
    ცხოველების მიმართ სასტიკი  მოპყრობა აკრძლულია მსოფლიოს ყველა განვითარებული ქვეყნის კანონმდებლობით, ასევე აკრძალულია მრავალი საერთაშორისო ხელშეკრულებით. მაგალითად : 1986 წლის ევროსაბჭოს კონვენცია იმ ხერხემლიანი ცხოველების დაცვის თაობაზე , რომლებიც გამოიყენებიან ექსპერიმენტული ან სამეცნიერო მიზნებისათვის, 1987 წლის ევროპული კონვენცია სახლის ძაღლის ცხოვრების დაცვის თაობაზე და სხვ. დღეისათვის არსებობს მრავალი საერთაშორისო  და ეროვნული ასოციაცია, რომლებიც იბრძვიან ცხოველთა უფლებების  დასაცავად.  ჩვენთან ასეთია საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება , რომელიც 2006 წელს დაარსდა. სხვადასხვა საქმიანობასთან ერთად ასოციაცია პატრონობს უსახლკარო ძაღლებსა და ლეკვების თავშესაფარს, სადაც უსახლკარო ცხოველები ბინავდება და შემდეგ ბარდება ცხოველების მოყვარულ, გულისხმიერ ადამიანებს.

Wednesday, May 4, 2016

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირებს მიეკუთვნებიან პირები , რომლებსაც აქვთ ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური დარღვევები. ისინი არიან ადამინები , რომელებსაც დაავადებებისა და ტრამვების გამო დარღვეული აქვთ სასიცოცხლო ფუნქციები, ჯანმრთელობის მოშლის გამო, რაც განაპირობებს პროფესიული შრომის უნარის დაკარგვას ან ქმედითუნარიანობის დარღვევას. აქედან გამომდინარე ეს მხოლოდ მათი ურთიერთქმედებაა გარემოსთან. მათ შესწევ|თ ძალა კონკურენცია გაუწიონ ჯანმრთელ ადამინებს სხვადასხვა პროფესიულ შრომით საქმიანობებში.
   შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები საზოგადოებაში ასოცირდებიან უნარ შეზღუდულ პიროვნებებთან  , რომლებსაც არ შუძლიათ დამოუკიდებლად ცხოვრება და სხვადასხვა საჭირო გადაწყვეტილებების მიღება. საზოგადოებაში ისნი იწვევნ სიბრალურის გრძნობას ან სულაც ზიზღს და აგრესიას , როდესაც თავს მათ თანასწორორებად უნდა გრძნობდნენ. ამგვარი დამოკიდებულება, რათქმაუნდა ზიანს აყენებს მათ ფსიქიკურ და სულიერ მდგომარეობას. რის გამოც შშმ პირებს უყალიბდებათ დაბალი თვითშეფასების უნარი , ხდებიან ჩაკეტილები და საბოოლოდ ხდება მათი გარიყვა საზოგადოებიდან. 
   შეზღუდული შესაძლებლობა არ არის ნაკლი. თუმცა ხსირად სწორედ ნაკლად თვილიან . ვთვლი რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.
 საქართველომ მოახდონა გაეროს   "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების " კონვენციის რატიფიცირება . თუმცა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე მისი მიღება საკმარისი არ არის, საჭიროა მისი რეალობაში განხორციელება. ქვეყანაში ძალიან ცუდი მდგომარეობაა  რადგან არ არის სწორად აგებული პანდუსები ან სულაც არ არსებობს , არ არის ხმოვანი ლიფტები , ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნები და ა.შ. ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს ასევე სპეციალურად შშმ ბავშვებისათვის არ არსებული სკოლები. ყველაზე საშინელი ფაქტი კი ამ ყველაფერთან ერთად არის ისიც , რომ შშმ პირები ხშირად  ხდებიან ძალადობის მსხვეროლნიც , რითაც ძალიან უხეშად ირღვევა მათი უფლებები. 
   ჩემს მაგალითზეც გეტყვით. მყავს ბიძაშვილი , რომელიც აქვს აუტიზმი. წელს უკვე პირველ კლასიაშია , თუმცა ძალიან გაუძნელდათ მათ მშობლებს ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში მისი ჩაწერა. მისთვის საჭიროა სპეციალური სკოლა , რომელიც გათვლილია მხოლოდ მისი მგავსი აუტიზმიანი ბავშვებისთვის , თუმცა ამაგვარი სკოლა საქართველოში არ არსებობს. ეს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს მშობლებისთვის რადგან იძულებულნი არიან მთელი დღის განმავლობაში იყვენენ სკოლაში , რომ ყურადღება მიაქციონ მას. ამ დროს ის უნდა იყოს სკოლაში სადაც არის სპეციალური გაკვეთილები , მათზე გაწერილი, თავისი განრიგით და დროით. თუმცა საქართველოში ამგვარი სკოლები როგორც ვთქვი არ არსებობს.
   მიუხედავად იმისა , რომ მოვახდინეთ შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება მაინც არსებობს პრობლემები, თუნდაც მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში და შემდეგ მათვის ჯანსაღი გარემოს შექმნა. რადგან საქართველომ ეს ვალდებულება აიღო, ვალდებულია , რომ გაატაროს შესაბამისი რეფორმები და შშმ პირებს შეუქმნას სრულფასოვანი საარსებო გარემო , რომელიც შემდგომში გამნაპირობებს მათ ჩართვას საზოგადოებაში.
    მსოფლიოში 3 დეკემბერს აღინიშნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთშორისო დღე - შშმ ადამიანების  თანასწორობის, ღირსების საპატივცემულოდ.      
      და ბოლოს მჯერა ,რომ თუნდაც ჩვენ მოზარდები და ახალი თაობა შევძლებთ ,რომ დავხმაროთ შშმ პირებს და ერთად შევუქმნათ ჯანსაღი და სრულფასოვანი საარსებო გარემო ,იმისთვის ,რომ იცხოვრონ სრულყობილად ცხოვრებით ,რადგან არ არსებობს შეზღუდული უნარები, შესაძლებლობები შეუზღუდავია !
 სამოქალაქო გაკვეთილზე გაკეთებული პოსტერი.

 
   
 ჩვენი სკოლის ეზოში ერთ-ერთ კედელზე დახატული ნახატი.

Tuesday, May 3, 2016

პოსტერი გენდერზე და მასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებზე

სამოქალაქოს გაკვეთილეზე გავაკეთეთ პოსტერები , რომელიც ეხებოდა სქესს, გენდერს და მასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს.  ჩამოვწერეთ ქალზე და მამაკაცზე ყველაზე მეტად  გავრცელებული და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები.  შემდეგ ვისაუბრეთ ამ სტერეტიპების დამკვიდრების მიზეზებზე და აღმოფხვრის გზებზე.




Wednesday, April 27, 2016

ინტერვიუ ციხისძირის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მაია მამედოვთან

- გამარჯობა.
- გამარჯობა.
- რამდენიმე კითხვა მაქვს შენთან ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით. შეგიძლია მიპასუხო ?
- კი რათქმაუნდა. დავიწყოთ
- თავდაპირველად მითხარი იცი თუ არა ზოგადად რას გულისხმობს ადრეული ქორწინება.
- ადრეული ქორწინება არის როდესაც არასრულწლოვნები ქორწინდებიან.
- გეტანხმები .შენს ირგვლივ თუ ყოფილა ადრეული ქორწინების ფაქტები?
- ჩემს ირგვლივ უკანასკნელი წლებში საკმაოდ ბევრი შემთხვევა იყო,  თუმცა კანონის მიღების შემდეგ (18 წლამდე ქორწინების შემთხვევაზე ჯარიმა დაწესდა , უარეს შემთხვევაში კი მშობლების თავისუფლების აღკვეთა .) მნიშვნელოვნად შემცირდა ადრეული, ძალადატანებითი ქორწინების შემთხვევები.
- შენი აზრით რა დადებითი და უარყობითი მხარეები არქვს ადრეულ ქორწინებას?
- ადრეულ ქორწინებას უფრო მეტი უარყოფითი მხარეები აქვს, პირველ რიგში მოზარდი ვერ ღებულობს შესაბამის განათლებას, რადგან ხშირად ქორწინების შემდეგ სკოლას ტოვებს, ამის გარდა დიდი პრობლემები ექმნებათ ჯანმრთელობის მხრივაც.
დადებითად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მოზარდები იქნებიან ახალგაზრდა მშობლები. თუმცა ვფიქრობ , რომ ამასაც დიდი პრობლემები მოჰყვება.
- რა განაპირობებს ადრეულ ქორწინებას?
- ჩემი აზრით ადრეულ ქორწინებას განაპირობებს პირველ რიგში გაუნათლრბლობა, ინფორმაციის ნაკლებობა და არასწორი ტრადიციები.
- რა უნდა მოვიმოქმედოთ ,რომ ეს პრობლემა აღმოვფხვრათ?
- პატარებს ბავშვობიდან უნდა ვასწავლოთ, რომ ადრეული ქორწინება ცუდია როგორც ჯანმრთელობისთვის ,ისე ჩვენი განვითარებისთვის. ჩემი აზრით მომავალი თაობა უფრო გათვიცნობიერებული იქნება ამ საკითხში და ასე თუ ისე აღმოიფხვრევა ეს პრობლემა.
- ძალინ დიდი მადლობა.
- არაფრის.

Thursday, April 21, 2016

ადრეული ქორწინება

ადრეული ქორწინება - ამ ტერმინს აქვს თავისი განმარტება , რომელიც შემდეგში მდგომარეობს. ეს არის ორ ადამინს შორის კავშირი ან იურიდიული ქორწინება , რომლის დროსაც  რომელიმე მეუღლის ასაკია 18 წეზე ნაკლებია.
  საქართველოში არსებული კანონი გვეუბნება , რომ  ქორწინება დასაშვებია 18 წელს ასაკიდან, ხოლო 16 წელს მიღწეული არასრულწოვანების შემთხვევაში ქორწინება დასაშვებია მშობლის ან მზრუნველობის წინასწარი წერილობითი თანხმობით.
 ზოგადად 18 წლამდე მოზარდები ფიზიოლოგიურად და გონივრულად არ არიან მომწიფებულები.  ვფიქრობ ,რომ ამ ასაკში ვერ აცნობიერებენ მოზარდები თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა ოჯახი.  როგორც ჩანს ხშირად  ადრეული ქორწინება ხდება  სიღარიბის ან დაბასოციალური სტატუსის გამო. მაგალითად  გვსმენია , რომ რომელიმე ოჯახმა თავისი შვილი გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაათხოვა.
   ადრეული ქორწინების გამო უმეტესი ნაწილი მოზარდებისა, ვერ ახერხებს სწავლის გაგრძელებას , რითაც საფრთხეს უქმნის შემდგომში მის მომავალს.  ასვე ხშირად ისინი ხდებიან ძალადობის მსხვერპლნიც , რასაც შემდგომში განქორწინება მოქყვება ან უარეს შემთხვევაში უხდებათ ამ ძალადობის ატანა. შემდეგში ამის ყველაზე ცუდი მხარი ის არის  , რომ ისინი ვეღარ ახერებენ საზოგადოებაში ინტეგრაციას.
   დღეს სკოლაში ამ თემასაც შევეხეთ სამოქალაქოს გაკვეთილზე. ძალიან საინტერესო  დისკუსია გამოვიდა, რადგანაც კლასის ერთი ნაწილი ამბობდა , რომ ადრეულ ქორწინებას დადებითი მხარე ქონდა და ის დასაშვები უნდა ყოფილიყო . არგუმენტად კი მოყავდათ ის ფაქტი ,რომ კარგია როდესაც შენს შვილს ახალგაზრდა მშობლები ყავს, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში შეუძლიათ მათთან ყოფნა. მეორე მხარე კი წინააღმდეგი იყო ადრეული ქორწინების ( ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ვიყავი მეც), რადგან იცოდნენ ,რომ ადრეული ქორწინება უარყოფითად მოქმედებს მოზარდის ფიზიკურ და ფსიქიკური ჯანმრთრლობაზე. ართმევს განათლების მიღების საშვალებას .
   ვფიქრობ , რომ ნებისმიერმა ადამინმა უნდა გააცნობიეროს ნაადრევი ქოეწინების შედეგები. რადგან ხშირად არასახარბიელო შედეგი მოაქვს . ამ თემაზე საუბრის დროს , აუცილებლად ვეხებითხოლმე საქართველოში არსებულ ტრადიციებსა და მენტელიტეტს. რაც ერთ-ერთი მიზეზია ადრეული ქოეწინებისა. დღესდღეისობით ეს ტრადიცია მეტნაკლებად აღარ არის .
    კარგი იქნება , მოზარდებმა იცოდნენ თუ რა სირთულეები მოსდევს მათ არსწორ ნაბიჯებს, რაც შესაძლოა გამოიწვიოს ადრეულმა ქორწინებამ. ეს ერთ-ერთი საშვალეება რომ მოხდეს პრობლემის პრევენცია.
 

Saturday, April 16, 2016

ტრეფიკინგი

ტრეფიკინგი - არის მონობის თანამედროვე ფორმა, რომელიც მოიცავს პირის, ძალისმიერი, მოტყუებით, იძულულებით ან სხვა საშვალებებით გადაბირებას , ტრანსპორტირებას ან მიღებას ექსპლიატაციის მიზნით. ადამინით ვაჭრობა არის პროცესი , რომელიც სამი ძირითადი ეტაპისგან შედგება : გადაბირება, ტრანსპორტირება და ექსპლუატაცია. ეს ტიპები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მოქმედება ხორციელდება ერთ-ერთი საშვალებების გამოყენებით და ექსპლუატაციის მისაღწევად სამივე ეტაპი ერთმანეთს უკავშირდება . ექსპლუატაცია თავის მხრივ იყოფა : იძულებითი შრომა , სექსუალური ექსპლუატაცია , ორგანოების ამოკვეთა და ყმობა.  
   ტერფიკინგი გლობალური პრობლემაა  რომელიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.
   ადამინაით ვაჭრობა არის ადამინის უფლებებისა და ღირსების შელახვის ძალიან  მძიმე ფორმა.ადამინის უფლებები არის უფლებები რომლის გარეშეც წარმოუდგენელია  თავი იგრძნო ცივილიზებულ პიროვნებად. ეს უფლებები და თავისუფლებები  ადამინს აძლვს სრულფასოვანი განვითარების საშვალებას.

  •   დეკლარაციის მე-3 მუხლის მიხედვით, ადამინით ვაჭრობა  საფრთხეს უქმნის ადამინის უსაფრთხოებას და სიცოცხლეს. 
  • დეკლარაციის მე-4 მუხლი კი არსებითად, კრძლავს სწორედ ადამინით ვაჭრობას , ვინაიდან ბევრ საერთაშორისო დოკუმენტში ადამინით ვაჭრობა განმარტებულია , როგორც მონობა , ან გათანაბრებული მონათვაჭრობასთან.
   ტრეფიკინგი 21-ე საუკუნის ერთ-ერთი დანაშაულია რომელსაც ასევე XXI საუკუნის თეთრ მონობასაც უწოდებენ. ის დროთა განმავლობასი უფრო დიდ მასშტაბებს აღწევს.
   ხშირ შემთხვევასი ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან ახალგაზრდები. მათი ტრეფიკინგის მსხვერპლად გახდომის რისკფაქტორებია :

  • საზღვარგარეთ სწავლის , მუშაობის , დამკვიდრების რეალური სესაძლებლობობის  შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა.
  • რთული ეკონომიკური ვითარება და უმუშევრობა.
  • ახალგაზრდობა ნაკლებადაა ინფორმირებული იმ სირთულეებისა და საფრთხეების შესახებ , რაც დაკავშირებულია  საზღვარგარეთ  მუშაობის ნებართვის აღებასა და შრომითი ხელშეკრულების გარეშე სამუშაოდ გამგზავრებასთან.
ახალგაზრდებში არის მცდარი წამოდგენები საზღვარგარეთ გამგზავრების საშვალებებზე. მაგალითად არის მოსაზრება , რომ წინადადებას საზღვარგარეთ დასქმების შესახებ , რომელსაც ნაცნობობის, მეგობრის ან ნათესავისგან ვიღებთ, შეგვიძლია ვენდოთ. მაგრამ უნდა გვახსოვდეს , რომ უცხოეთში სამუშაოს შემოთავაზებისას, თუ მოქალაქეს არ მოეთხოვება  დანიშნულების ქვეყნის ენის ცოდნა შესაბამისი უნარ-ჩვევები, როგორც წერსი ლაპარაკია არალეგალურ დასაქმებაზე. ასევე ატკიცებენ რომ უცხოეთში ფული შოვნა იოლია. რეალობა კი სხავაგვარია.
  იმისთვის , რომ თავიდან ავირიდოთ ტრეფიკინგი, აუცილებელია  ჩვენი ცნობიერების ამაღლება და მეტი ინფორმაციის მიღება. ამით შესაძლებელი იქნება თეთრი მონობის პრევენცია.

ქალთა უფლებები (ფემინიზმი) და გენდერული თანასწორობა

ფემინიზმი  - არის მსოფლემხედველობა, რომლის მიხედვითაც ქალებს უნდა ჰქონდეთ ეკონომიკური , სოციალური, სმაოქალაქო , პოლიტიკური და კულტურული უფლებები. ამის მისაღწევად ქალებს დიდი გზის გავლა მოუწიათ, ერთის მხრივ , იაზრებდენენ მათ ადგილს საზოგადოებაში და მეორეს მხრივ , იბრძოდნენ ჩაგვრის განმაპირობებელი  ნორმების  შესაცვლელად. ეს არის პოლიტიკური მოძრაობა რომელიც მიზნად ისახავს , ქალთა და მამაკაცთა თანაბარუფლებიანობას და ემსახურება ქალთა უფლებების  დაცვას. ასევე არის  ადამინაის უფლებები , რომლებიც დაკავშირებულია, ქალთა უფლებებთან და თავისუფლებებთან. საერთაშორისო სასამართლოში მიღებულია რამდენიმე საერთაშორისო აქტი , რომლებიც განსაზღვრავენ ქალთა სტატუსს. თუმცა ზოგი მიიჩნევს , რომ ეს შექმნილია მამაკაცთა დისკრიმინაციისთვის , რაც არასწორია.  სხვა საერთაშორისოსამართლებრივ აქტებთან ერთად ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პრინციპი გათვალისწინებულია : ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ და ა.შ .
     ქალსა და მამაკაცს აქვს თანაბარი უფლება, შესაძლებლობა და პირობა მიიღოს მონაწილეობა სოციალურ , ეკონომიკურ , კულტურულ პროცესებში და  ისარგებლოს საზოგადოებრივი შესაძლებლობებით. გენდერული თანასწორობა არ ნიშნავს ქალისა და კაცის იგივეობას.  პირიქით ეს არის დემოკრატია ,როდესაც ადამინებს აქვთ სხვადასხვა შეხედულებები ,  მიზნები , ინტერესები , თუმცა ისინი სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით და აქვთ ერთნაირი პასუხისმგებლობები და მოვალეობები.
   ამის მიუხედავად საქართველოში ვთვლი , რომ გენდერული თანასწორობა არ არის დაცული. ამის თვასლსაჩინო მაგალთია თუნდაც საქართველოს პარლამენტი.სადაც 150 დეპიტატიდან მხოლოდ 17 ქალია.  მაგრამ შემიძლია მოვიყვანო მაგალითები ჩემი ცხოვრებიდანაც :
    ქალთა უფლებებით  სუსტი სქესის ადამიანები დაინტერესდნენ XX საუკუნეში. ქალებმა გადაწყვიტეს დაეცვათ მათი უფლებები. ჩნდებოდა სხვადასხვა მოძრაობები , რომლებიც მიზნად ისახავდა ქალთა და მამაკაცთა თანაბარუფლებიანობასა და ქალთა უფლებების დაცვას.
   ქალის უფლებების განხორციელებას , წინ ეღობება საზოგადოებაში გავრცელებული და დამკვიდრებული სტერეოტიპები და ტრადიციები. ქალის ადამიანის უფლებები მიეკუთვნება  მესამე თაობის ე.წ. კოლექტიური უფლებებს. ქალის ადამიანის უფლებების დამცველ ძირითად დოკუ ენტს წარმოადგენს  კონვენცია "  ქალის მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ ", რომელიც მიღებული იქნა გაეროს მიერ 1979 წელს.
    არსებული სტერეოტიპები დიდ პრობლემას წარმოადგენს. ის გვხვდება ყოვედღიურ ცხოვრებაში. არვიცი რატომ მაგრამ დღემდეა , რომ ქალი  ასოცირდება მხოლოდ დედასთან , რომელმაც უნდა აღზარდოს შვილი მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში და ქალი უნდა იყოს კუხნაში. თუმცა ერთის მხრივ ეს არის მისი არჩევანი  მაგრამ ხშირად ეს ხდება რაიმე ზემოქმედების დროს , მაგალითად რაიმე სახის ძალადობის დროს ან უბრად გამოსავალი ამის გარდა არ არსებობს. ვთვლი , რომ სკოლებში და ასევე ოჯახშიც უნდა ხდებოდეს  ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლება და მეტი ინფორმაციის მიწოდება მათთვის. უცოდინარობისა და თავის მხრივ ტრადიციების გამო ხდება თუნდაც ადრეული ქორწინება. ამ დროს ისინი ვერ აცნობიერებენ ,რომ ეს ქორწინება მთელ მათ მომავალს განსაზღვრავს. ამას მოყვება ხშირად ოჯახური ძალადობა სადაც შესაძლოა არც კი იცოდნენ თუ რა არის გენდერული თანასწორობა ან ქალთა უფლებები .
    თავდაპირველად ყველამ უნდა იცოდეს თავისი უფლება ,რადგან შემდგომში ამ უფლების დარღვევის შემთხვევაში მოახერხოს მისი დაცვა.

Monday, April 11, 2016

ძალადობა

ძალადობა -  არის ყველგვარი ქმედება ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამინი შეურაცჰყოს ან რაიმე სახის ზიანი მოუტანოს.ამით კი ითრგუნება ადამიანის ღირსება, თავისუფლება და ხელშეუხებლობა.  ესენი კი ადამიანის განუყრელი უფლებებია. ძალადობა ხორციელდება როგორც ქალებზე , ბავშვებზე  და სხვა კატეგორიებზეც , თუმცა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ფაქტია ასევე ცხოველებზე ძალადობა. აქედან გამომდინარე შემდეგ პოსტებზე მინდა დავწერო ამ საკითხზე ჩემი შეხედულება და დავგმო ამგვარი სახის ძალადობა.

 ასე თუ ისე ყველას გვსემიანია "ოჯახურ ძალადობაზე". სამწუხაროდ დღემდე არსებობს სტერეოტიპი , რომ ოჯახური ძალადობა არ არის სხვისი საქმე და ცოლ-ქმრის საქმეში ჩარევა დაუშვებელია და ის მხოლოდ მათი მეშვეობით უნდა მოგვარდეს. მსხვერპლი რომელიც ხშირ შემთხვევაში ქალი ან ბავშვია, იძულებულია გაჩუმდეს და მოითმინოს ყოველივე, რადგან თუნდაც არ უნდა , რომ დაენგრეს ოჯახი და ა.შ. ოჯახში ქალზე ძალადობის დროს ხდება ამვდროულად ბავშვზე ფსიქიკური ძალადობა, რომელიც მის ფსიქიკაზე ცუდად მოქმედებს.
   იმის დასტურად რომ ოჯახური ძალადობა მხოლოდ ოჯახის საქმე არ არის , საქართველოს პარლამენტმა 2006 წელს მიიღო კანონი " ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ ". რომლის თანახმადაც ოჯახში ძალადობის კრიმინალად აღიარება მოხდა. ამ კანონის მიუხედავად ,ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ მყარადაა დამკვიდრებული მოსაზრება, რომ  ოჯახური კონფლიქტები ოჯახშივე უნდა გვარდებოდეს და იქვე უნდა რჩებოდეს.
   ასევე ოჯახური ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლნი არ მიმართავენ სამართალდამცავებს, რისი მიზეზიც  სირცხვილი, მოძალადისგან შურისძიება ან ნათესავებისაგან განკიცხვის შიშია.
    ჩვენ ვერ ვაიძულებთ თვითმხილველებს , ოჯახური ძალადობის შემთხვევაში მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან არ გავაქვს შესაბამისი კანონი. ამის მიუხედავად აუცილებლად უნდა მივმართოთ საპატრულო პოლიციას, რადგან ამით შესაძლოა ამ ადამინის სიცოცხლის კი ვიხსნათ.
    შინაგას საქმეთა სამინისტროს ონფორმაციით ,2013 წელს ოჯახური ძალადობის 1578  ფაქტი დაფიქსირდა  და აქედან შემაკავებელი ორდერი მხოლოდ 204  ფაქტზე გამოიცა.  ამატგან მსხვერპლი უმეტესად ქალი იყო.
    სატატისტიკური მონაცემებით ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხშირ შემთხვევაში ქალები არიან. თუმცა დღესდღეისობით ასერსებობს ორგანიზაციები რომლებიც ცდილობენ მალევე მოახდინონ რეგირება ამგვარი ფაქტის არსებობის შემტხვევაში.

Thursday, April 7, 2016

მომხმარებელთა უფლებები

      ჩვენ ადამიანებს არსებობისთვის გვჭირდება - საკვები, ტანსაცმელი, საცხოვრებელი და სხვა აუცილებელი ნივთები. თუმცა მათი შეძენის შემთხევაში ადგილი აქვს მომხმარებელთა უფლებების დარღვევა. მაგალითად შგვიძენია რომელიმე პროდუქტი რომელიც ყოფილა ვადაგასული  და საკვებად უვარგისი. ამ შემთხვევაში ხდება ჩვენი როგორც მომხმარებლის უფლებების დარღვევა.
განვმარტოთ თუ ვინ არის მომხმარებელი:
   მომხმარებელი - არის თოთოეული ჩვენგანი (ცალკეული პირი) ,რომელიც მოხმარების, გამოყენების მიზნით იძენს რაიმე ნაწარმს.
     საქართველოში რაიმე ნივთის შეძენისას, ჩვენი როგორც მომხმარებლის უფლებები ხშირად ირღვევა. თუმცა ხშირ შემთხვევაში არაფერი ვიცით ამ უფლებების შესახებ.  ევროპაში თუ რაიმე ნივთს აღმოაჩნდება რაიმე ნაკლი, ის უნდა შეგიცვალონ სხვა ვარგისი ნივთით. ამისთვის არსებობს კანონი რომელიც ითვალისწინებს , რომ თუ ორი წლის განმავლობაში ნივთს აღმოაჩნდება რაიმე სახის დაზიანება, შსაძლბელია მისი უკან დაბრუნება, მოვაჭრე კი ვალდებულია დაიბრუნოს ან უფასოდ  შეაკეთოს ეს ნივთი.აქ კი არ მოქმედებს  საგარანტიო ხელშეკრულება . საქართველოში მომხმარებლებს იგივე უფლებები აქვთ, თუმცა კერძო საგარანტიო ხელშეკრულებით ამგვარი ნორმა თითქმის ბათილდება.ევროპაში მომხმარებლის უფლებები საკმაოდ კარგად არის დაცული რასაც ვერ ვიტყვით საქართველოს მომხმარებლებზეც რადგან თითქმის არ არსებობს და არ მოქმედებს საქართველოში მსგავსი კანონები.
     საქართველოში 2012 წლიდან გაუქმდა კანონი" მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ". მასში გამოყენებულია  ევროდირექტიები და გაეროს რეზულაცია მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ. საფუძვლად ჩაიდო მომხმარებელის უფლებების გაეროს რვა ძირითადი პრონციპი, რომელშიც გათვალისწინებულია , რომ მომხმარებელს აქვს ჯანსაღ გარემოში არსებობის, პრეტენზიის გამოთქმის,  არჩევნის გაკეთების, პროდუქციასა და მომსახურებაზე სრული და ამოუწურავი ინფორმაციისა მიღებისა და ა.შ უფლებები.
ამის მხრივ არსებობს ხარვეზი კონსტიტუციაშიც.თუმცა,  საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით "აღიარებულია და დაცულია მომხმარებელთა უფლებები". ამის მიხედვით-
ყველა მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს :

  1. პროდუქციის უსაფრთხოება (სურსათის უვნებლობა)
  2. მიიღოს სათანადო ინფორმაცია შესაბამის პროდუქციაზე
    პროდუქციის უსაფრთხოება პირველრიგში უნდა უზრუნველყოს მეწარმემ. დამამზადებელი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს აუცილებელი და რაც მთავარია უტყუარი ინფოემაცია. ამ მხრივ კი მომხმარებელმა უნდა იცოდეს პროდუქციის დამამზადებელი ქვეყნის მისამართი, ვარგისიანობის ვადა, უსაფრთხოების გამოყენების წესები და პირობები, შეძენის პირობები და ფასები,ასევე დატანიებული იყოს ეტიკეტი რომელიც დაწერილი იქნება გასაგებ ენაზე.
    მქონია  შემთხვევა, როდესაც მიყიდია პროდუქტი რომელიც ყოფილა ვადაგასული, ეს ერთისმხრივ ჩემი დაუდევრობის ბრალია რადგანაც , სანამ  ვიყიდიდი უნდა გადამემოწმებინა ვარგისიანობის ვადა.თუმცა ეს უნდა უზრუნველეყო ჩემს მომწოდებელს , რადგან აქ უკვე ადგილი აქვს ჩემი უფლებების დარღვევას. სახლში ამის აღმოჩენის დროს უბრალოდ ეს პროდუქტი გადამიგდია და არ მიცდია მისი უკან დაბრულება ან სხვა ვარგისი პროდუქტით შეცვლა. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ არ ვიცოდი ჩემი უფლებები. აქედან გამომდინარე ვთვლი , რომ აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება იმისთვის, რომ მსგავს შემთხვევაში არ მოხდეს მათი უფლებების დარღვევა.
     ასევე მინახავ მარკეტებში სხვადასხვა პროდუქტი რომელიც ყოფილა შეფუთვის გარეშე. რა დროსაც ხდება მისი დაბინძურება თუნდაც მტვრის საშვალებით. ამ დროს აუციებელია ,რომ სურსათის უვნებლობის სამსახურის მონიტორინგის ან საზოგადოებრივი ორგანიზიაციის მონიტორინგის ჯგუფმა, ეს პროდუქტი წაიღოს სპეციალურ ლაბორატორიაში და გადაამოწმოს მავნებელია თუარა ეს პროდუქტი . თუმცა როგორც ვიცით ამგვარი სპეციალური ლაბორატორია საქართველოში არ არსებობს.

ამ დროს რეალიზატორი აზიანებს როგორ მომხმარებლის ჯანმრტელობას ასევე ბიზნესოპერატორის იმიჯსაც.
 
 


Friday, April 1, 2016

სიტყვისა, აზრის თავისუფლება და ინფორმაციის თავისუფლება

   სიტყვის და აზრის თავისუფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, რომელიც თითოეულ ადამიანს , მოქალაქეს საშვალებას აძლევს დამოუკიდებლად თავისი შეხედულებებისამებრ გამოთქვას თავისი აზრი და ამ უფლებით სარგებლობის პროცესში, საკუთარი თავის წინაშე იყოს პასუხისმგებელი.
     სიტყვის თავისუფლების დაცვის  ვალდებულება საქართველეოს მე-19 მუხლშია ჩამოყალიბებული, იმავე კონსტიტუციაში ნათლადაა მითითებული, რომ "მასობრივი ინფორმაციის საშვალებები თავისუფალია, ხოლო ცენზურა -დაუშვებელი". ცენზურა ანუ სახელმწიფოს კონტროლი ინფორმაციაზე.
    სიტყვისა და აზრის თავისუფლება დემოკრატიული წყობილების საფუძველია, რომლის გარეშეც სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება შუძლებელია. ადამიანისათვის სიტყვისა და აზრის თავისუფლება უზრუნველყოფს მის პიროვნულ თავისუფლებისა და თვითრეალიზებას.
   კონსტიტუციის მე-19 მუხლის გათვალისწინებით:

  1. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვისა და აზრის გამო;
  2. დაუშვებელია ადამიანის იძულება, გამოთქვას  თავისი შეხედულება  მათ შესახებ.
      სამართლებრივი სახელმწიფო ვერ იარსებებს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის გარეშე .სწორედ ის უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას და თავისუფალი აზრის ფორმირებას.  დაუშვებელია, რომ სახელმწიფომ კანონით განსაზღვრული პირობების დაუცველად შეზღუდოს პრესა. თუმცა ამასთან ერთად პრესა არ უნდა გასცდეს ზღვარს , რომელიც დადგენილია სხვათა უფლებების დასაცავად.პრესის თავისუფლების გარეშე ადამიანის უფლებები ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი. ძლიერი და თავისუფალი პრესა ხელს უწყობს  სამოქალაქო საზოგადოების ძლიერებას რაც თავისმხრივ ხელს უწყობს დემოკრატიულობის განვითარებას.
       "ჩვენი თავისუფლება დამოკიდებულია პრესის თავისუფლებაზე და მისი შეზღუდვა მის დაკარგვას ნიშნავს" -    თომას ჯეფერსონი.
      ზოგჯერ ადამიანებს ერთმანეთის მოსაზრებების ზეგავლენით სტერეოტიპები უყალიბდებათ.სტერეოტიპი არის წინასწარგანწყობა , რომლიც ფაქტებსა და მსჯელობას არ ეყრდნიბა.სტერეოტიპების ჩამოყალიბებას ზოგჯერ მასობრივი ინფორმაციის საშვალებებიც უწყობს ხელს.  ამიტომაც არსებობს ცენზურა, რათა სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელებისას, იყოს  დაცული ზღვარი , რადგან არ მოხდეს სხვისი ინტერესებისა და უფლებების დარღვევა.
         სიტყვისა და აზრის თავისუფლებით სარგებლობს ყველა ადამიანი, ვისაც სურს გამოთქვას ან გამოხატოს საკუთარი აზრი.მაგრამ არსებობს  საზღვრები , რომელთა დარღვევაც ისჯება. კერძოდ კანონი კრძალავს : ცილისწამებას , შეურაცხყოფას, მუქარას და ა.შ
        საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია სიტყვისა და აზრის თავისუფლების შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს  სხვათა უფლებებს.
         ინფორმაციის თავისუფლებას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების ჩამონათვალში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
          ინფორმაციის თავისუფლება - ეს არის უფლება მივიღოთ ინფორმაცია, მეორე მხრივ კი ინფორმაციის თავისუფლება არის აზრის გამოხატვის უფლების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი და გულისხმობს ინფორმაციის გავრცელების უფლებას. ინფორმაციის თავისუფლება არის აზრის გამოხატვის უფლების წინაპირობა, რადგანაც იმისთვის ,რათა ადამიანს ჩამოუყალიბდეს ობიექტური ხედვა ამა თუ იმ საკითხის მიმართ , საჭიროა პირველ რიგში , მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია.
 ინფორმაციის თავისუფლების უპირველესი გარანტი საქართველოს კონსტიტუცია და მის საფუძველზე მიღებული კანონებია.
    ამონარიდი საქართველოს კონსტიტუციიდან:

  • "ყოველ ადამინს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია"
  • "ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან , არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ამ ადამიანის თანხმობის გარეშე."
  • "ადამიანს უფლება აქვს მიიღოს სრული და ობიექტური ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ."




   
 
     

Wednesday, March 30, 2016

მოზარდი და სკოლის დისციპლინა (მოსწავლეთა უფლებები და მოვალეობები|)

     იმისთვის ,რომ ჩვენი ,მოსწავლეების უფლებები და ინტერესები დაცული იყოს, აუცელებელია ვიცოდეთ ჩვენი როგორ მოსწავლეების უფლებები და მოვალეობები.
      უნდა გვახსოვდეს, რომ მოსწავლის ქცევის კოდექსის მე-7 მუხლის მიზანია მოსწავლის ქცევის რეგულირება სკოლაში. ყოველთვის, როდესაც ვსაუბრობთ უფლებებზე, იქვე არსებობს მოვალეობებიც. თითოეული ჩვენგანის მოავალეობა კი სხვისი  უფლებების დაცვაა.

 მოსწავლეს უფლება აქვს :(მოკლე ჩამონათვალი )

  1. მიიღოს განათლების სამინისტროს სტანდარტებით გათვალისწინებულის ყველა ტიპის მომსახურება;
  2. ისწავლოს უსაფრთხო გარემოში;
  3. მოითხოვოს ბავშვთა უფლებების დაცვა;
  4. მონაწილეობა მიიღოს მოსწავლეთა თვითმართველობაში
  5. პატივს სცემდნენ მის უფლებებსა და ღირებულებებს
მოსწავლეთა ვალდებულებები:

  1. გულიხმიერად მოეკიდოს თავის მოვალეობებს;
  2. დაიცვას მოსწავლეთა ქცევის კოდექსი;
  3. დაემორჩილოს სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ წესებს
  4. პატივი სცეს სკოლის ტრადიციებს;
      სამწუხროდ, სასკოლო პრაქტიკაში ხშირად გამოიყენებოდა ისეთი სასჯელები როგორიცაა: მოსწავლის ცემა სახაზავით, ყურის აწევა, სიტყვიერი შეურაცხოფა. ასეთი ქმედებების შედეგად შეუძლებელია , მოსწავლემ გააცნობიეროს  მის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის არსი და გაიგოს, თუ რატომ არ მოიქცა ის კარგად.             ერთადერთი ფაქტორი, რის გამოც მოსწავლე შემოდგომში თავს შეიკავებს დისციპლინური დარღვევისაგან, იქნება სასჯელის შისში, რაც, ბუნებრივია, არ ემსახურება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიშ მიზნებს და პრინციპებს.
გარდა იმისა, რომ დისციპლინური სახდელი არ უნდა შეურაცხოფდეს მოსწავლეს.
    ჯანსაღ სასწავლო გარემოს ქმნიან მასწავლებლები, ამიტომაც არის, რომ ამ უკანასკნელთ, როგორც კანონი , ისე ეთიკის კოდექსიც, განსაკუთრებით ავალდებულებს მოსწავლის პატივისა და ღირსების დაცვას.
    "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 და მე-20 მუხლები კრძალავს ძალადობას სკოლაში როგორც მოსწავლის, ისე ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. კანონმდებლობა ძალადობად მოიაზრებს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც. სწორედ ამიტომ კანონმდებელი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სკოლაში მსგავსი ტიპის ძალადობის დაუშვებლობას.
   ამავე კანონის მე-12 მუხლის მიხედვით კი : " მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს უფლება აქვთ, თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლისა და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება.
    სკოლა საჯარო დაწესებულებაა, რომელსაც აქვს ქცევის რეგლამენტირებული წესები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა როგორც მოსწავლისათვის, ისე მასწავლებლისა და მშობლისათვის.
      ყოფილა შემთხვევა , როდესაც მოსწავლეს გაუსაჩივრებია თავისი ნიშანი (ქულა) რამეთუ მასწავლებელს უმიზეზოდ დაეწერა მისთვის დაბალი ნიშანი (ქულა). ამას კი არეგულირებს "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლი, რომლის მიხედვითაც "სკოლა ვალდებულია , მიიღოს ყველა გონივრული ზომა  მოსწავლის ცოდნის სამართლიანი შეფასების უზრუნველსაყოფად.
    მოსწავლეებმა უნდა ვიცოდეთ ჩვენი უფლებები და მოვალეობები, რადგან რაიმე ზეწოლის ან სხვა სახის დისკრიმინაციის შემთხვევაში მოვახერხოთ თავის დაცვა.
       

     
   
   
   

ბულინგი (ჩაგვრა)

"ბულინგი"- ნიშნავს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ტერორს, რომელიც ხორციელდება ბავშვის მიმართ თანაკლასელთა ან სხვა ბავშვების ჯგუფის მიერ. ის განმეორებადი აგრესიული ქმედებაა, რომელიც მიმართულია სხვის საზიანოდ.
   ბულინგი თანამედროვე მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. რიგ ქვეყნებში ბულინგის მსხვერპლთ კანონი იცავს.
     ბულინგის შემთხვევებს ყოველდღიურად ხშირად ვხვდებით ოჯახში, სამუშაო ადგილებსა და განსაკუთრებით, სკოლებში.არსებობს სტერეოტიბი ,რომ ბავში რომელიც "ავტორიტეტად" ითვლება ხშირად ჩაგრავს სხვებს და აქედან გამომდინარე მჩაგვრელი ყოველთვის  "მაგარ" ადამიანთან ასოცირდება.
     არსებობს  ბულინგის შემდეგი ტიპები:

  1. ფიზიკური - ( დარტყმა , სხეულის სხვადასვა სახის დაზიანება და ა.შ )
  2.  ვერბალური - (დამცინავი სახელით მიმართვა , სიტყვიერი შეურაცხყოფა და ა.შ)
  3. ფარული/შენიღბული - (მოძალადე საფრთხეს უქმნის "მსხვერპლს" და ამცირებს მას საზოგადოების წინაშე.)
  4. კიბერბულინგი - (ფარული ტექნოლოგიების გამოყენება ფარული დაშინების მიზნით , განხორციელებული ქმედება.)
 
 ბულინგის მომსწერე მეც გავმხდარვარ და დღსაც ვაწყდები მსგავს ფაქტებს(იშვიათად მაგრამ მაინც.). ეს კი უმეტესად შესამჩნევია უმცროსკლასელებში. მაგალითად: არსებობს კლასში  მოსწავლე რომელსაც რატომღაც გააჩნია დანარჩენ კლასელებთან განსხვავებით უფრო  დიდი "ავტორიტეტი"., რომელიც თავის მხრივ სარგებლობს ამით და შურაცხყოფასაც აყენებს მასზე უფრო სუსტებს .ამის მომსწრე ვყოფულვარ თუნდაც სკოლის დერეფანში . ხშირად ხდება, რომ როდესაც ადამიანები ამგვარ სიტვაციებს აწყდებიან  უბრალოდ თავს არიდებენ, თვლიან რომ ეს მათი საქმე არ არის . თუმცა ვფიქრობ რომ როდესაც მცირეწლოვნებს ეხება საქმე  საჭიროა მასში რომელიმე მათზე უფროსი პირის ან თუნდაც მათი თანატოლის ჩართვა და იმის ახსნა, რომ  არ შეიძლება სხვა მათზე სუსტის ჩაგვრა. მათ უნდა გააცნობიერონ ,რომ ძალადობა არავითარ შემთხვევაში  პრობლემიდან გამოსავალი  არ არის.
    არსებოსბ "ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების  დამტკიცების შესახებ "საკანონმდებლო აქტი რომელიც ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში , ყველა იმ დაწესებულებას, რომელებსაც ურთიერთობა აქვსთ ბავშვებთან, ავალდებულებს , რომ  ეჭვის  არსებობის შემთხვევაში , რაც შასაძლოა  ბავშვის მდგომარეობამ  ან ქცევამ წარმოშვას, სათანადოდ გამოიკვლიოს სიტვაცია და  აღმოფხვრას შესაბამისი ზომების მეშვეობით. აქედან გამომდინარე სკოლა ვალდებულია შეიმუშაოს ბავშვის ძალადობისაგან დამცავი წესები  და მუდმივად აკონტროლოს  სიტვაცია.

   

Tuesday, March 29, 2016

რელიგიისა და რწმენის თავისუფლება

     რელიგია (ხალხთა დაკავშირება) - იდეათა  და ქმედებათა სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე , რომ არსებობენ ზებუნებრივი ძალები , რომლებიც ზემოქმედებენ სამყაროზე  და ადამიანის ცხოვრებაზე.
 
 ყველა ადამიანს აქვს უფლება ქონდეს საკუთარი რწმენა,  მსოფლმხედველობა და სინდისი. იცხოვროს მათი მიხედვით და მათ საფუძველზე. კონკრეტულად რწმენის თავისუფლება კი ნიშნავს ადამიანის შინაგან თავისუფლებას, თავად ჩამოაყალიბოს და განსაზღვროს თავისი რელიგიური თუ არარელიგიური რწმენა.
    საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსი კრძალავს ნებისმიერ რელიგიურ აღმსარებლობაში ჩარევას, პიროვნების დევნას რელიგიური ნიშნით ან მისი აღმსარებლობის გამო.
              ვსწავლობ სკოლაში სადაც მოსწავლეთა უმრავლესობას განსხვავებული რელიგია აქვს( ისლამი). ყოფილა შემთხვევა ( დაახლოებით ეს ხდება მე-4 ან მე-5 კლაში) როდესაც გარეთ თამაშის დროს ვირჩევდით გუნდებს. ამ დროს ქართველმა ბავშვება თქვეს , რომ არ სურდათ აზერბაიჯანელებთან (მუსლიმებთან) ერთად გუნდში ყოფნა, თავის მხრივ კი მათაც თქვეს , რომ არც მათ სურდათ მათთან თამაში. არვიცი სავარაუდოდ ამას ყურადღებას არ ვაქცევდით და რეაგირება არ გვქონდა იმიტომ, რომ პატარები ვიყავით , თუმცა დღეს მსგავსი  სიტვაციის გამეორების შმთხვევაში ვიცი თუ როგორ მოვიქცე. ვიცი, რომ არსებობს რელიგიები და არავის აქვს მათი შეურაცხყოფის უფლება. დღეს ბევრი მეგობარი მყავს განსხვავებული რელიგიის მქონე თუმცა არანაირი ზღვარი თუ სხვა სახის დაბრკოლება არსებოს ჩვენს შორის. უნდა ვიყოთ შემწყნარებლები და დავიცვათ ჩვენი და ჩვენი მეგობრების რელიგიები.
   
   საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მიხედვით, " ყოველ ადამიანს აქვს აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება, დაუშვებელია ამის გამო ადამიანის დევნას"
    - აზრის ,სინდისისა და რელიგიის თავისუფლების დაცვისთვის სამართლებრივ გარანტიებს  ითვალისწინებს  ასევე სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის მიხედვით, ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა  და ჩვეულების აღსურვებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა; სიტყვის აზრის, სინდისის და აღმსარებლობის , რწმენის ან მრჭამსის გამო, ანდა მის  რელიგიურ მოღვაწეობასთან  დაკავშირებით ადამიანის დევნა და სხვა მიჩნეულია  დანაშაულებრივ ქმედებებად და მათ მიმართ დადგენილია მკაცრი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
         საქართველოში მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ქრისტიანები და  მმართლმადიდებლები შეადგენენ მაგრამ ამის მიუხედავად ქრისტიანობა არ არის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებული. ამის მხრივ სრულ თავისუფლებას აცხადებს.

Monday, March 28, 2016

კიბერუსაფრთხოება და კიბერდანაშაული

     კიბერდანაშაული და ჰაკერების უკანონო ქმედებები ერთ-ერთი აქტუალური თემაა დღესდღეისობით როგორც საქართველოში ასევე მთელ მსოფლიოში. აქამდე ამ თემაზე არ გამაჩნდა რაიმე სახის იმფორმაცია თუმცა სხვადასხვა წყაროების საშვალებით შეძენილი და მოპოვებული ინფორმაცია და ჩემი შეხედულებები მინდა გაგიზიაროთ თქვენც. მოკლეთ მინდა გაგაცნოთ ეს თემა.
      საქართველო, როგორც სხვა ქვეყნები დიდი გამოწვევის წინაშეა, რამეთუ იზრდება მოთხოვნილებები ინტერნეტ სივრცეზე. კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების პროგრესთან ერთად , ბევრი ნეგატიური შედეგიც წარმოშვა, როგორიცაა კიბერდანაშაული და კიბერსივრცის უსაფრთხოების დაცვა .კიბერსივრცესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან  საკითხს კი წარმოადგენს კიბერდანაშაული.კიბერდანაშაული თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი გამოწვევაა.

     კიბერდანაშაულია  -   ყველა ის უკანონო ქმედება, რომელიც კომპიუტერული სისტემის გამოყენებით შეიძლება ჩაიდინოს ჰაკერმა(''ჰაკერი'' -ანუ, ელექტრონული დამპყრობელი.კომპიუტერული პროგრამების განსაკუთრებული ჯგუფი,)  ეს ხდება ინტერნეტ სივრცეში , სადაც კომპიუტერი ან მსხვერპლია ან დანაშაულის იარაღი.ინტერნეტ სივრცე რომელიც უამრავ ადამიან აკავშირებს , გამოიყენება არაკანონიერად ფულის მოსაპარად ან სხვა კრიმინალური დანაშაულის ჩასადენად.
       განსაკუთრებით კიბერდანაშაულს წარმოადგენს ასევე '' კიბერშეურაცხყოფა", რომელიც ეხება ადამიანის რელიგიურ , რასობრივ ან სხვა სახის პირად ცხოვრებას. ონლაინ მოსახლეობის პირადულობის დარღვევა მძიმე სახის კიბერდანაშაულია.არავის სიამოვნებს  მის საკუთარ ცხოვრებაში ჩარევა.
       მინდა მოგიკვანოთ მაგალითი : მოხდა შემთხვევა , როდესაც კლასელმა გატეხა ჩემი "facebook"-ი სადაც მქონდა პირადი მიმოწერები. მან უკანონოდ გატეხილ "facebook'-ში წაიკიტხა მისთვის სასურველი იმფორმაცია და "მოახდინა" მისი უხეშად გამოყენება. ამით მან დაარღვია ჩემი უფლება. თუმცა  იმ დროს არ მეგონა , რომ ამგვარი ქმედება იყო ან შესაძლებელია ყოფილიყო სისხლის სამართლის დანაშაული.  დღესდღეისობით უკანონოდ  ინფორმაციის მოპოვება და მისი გასაჯაროება კანონით ისჯება.
  ამიტომაც ვთვლი, რომ  მთავარია მოქალაქეთა ინფორმირება და მათთვის ისეთი ინფორმაციის მიწოდება რომელიც უზრუნველყოფს მათ კიბერუსაფრთხოებას.
ამისთვის კი საჭიროა გავითვალისწინოთ რეკომენდაციები:

  •       მინიმალური ეჭვის შემთხვევაში (რომელიც შესაძლოა ეხებოდეს თქვენს პირად მონაცემებს) მოვახდინოთ დროული რეაგირება.
  •    ხშირად განვაახლოთ უსაფრთხოების პარამეტრები
  • კომპიუტერი ხშირად გავწმინდოთ უსაფრთხოების დამატებითი პარამეტრებით.
  • გამოვიკენოთ ძლიერი პაროლი რომელიც ასოებთან ერთად შეიცავს ციფრებს ან სპეც ნიშნებს.
   ადამიანი ძალიან გამჭრიახია იმისთვის, რომ შექმნას დანაშაულის ჩადენის ახალი ხერხები. ამისთვის უნდა განვავითაროთ სამართლებრივი და მარეგულირებელი მექანიზმები , რათა ეფექტურად გავაკონტროლოთ და აღმოვფხვრათ ამგვარი დანაშაულებები.
  
    


Sunday, March 27, 2016

სიცოცხლის უფლება

       
სიცოცხლის უფლება - ადამიანის უფლებების ერთ-ერთი  ფუნდამენტური და აბსოლუტური უფლებაა.ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის თანდაყოლილი უფლება.ეს უფლება კანონითაა დაცული.არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა. სიცოცხლის უფლება იწყება ადამიანის დაბადების მომენტიდან და მთავრდება გარდაცვალების მომენტში.
        სიცოცხლის უფლება დაცულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციიის მე-3 მუხლით.რომელიც გულისხმობს, რომ ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება და ამავდროულად  სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას ერთი მხრივ, არ ხელყონ ადამიანის სიცოცხლე .
    სიცოცხლის უფლება ხშირად ირღვევა. სიცოცხლის უფლება უკავშირდება ისეთ თემებს ,როგორიცაა ევთანაზია, სიკვდილით დასჯა, აბორტი და სხვა.
    მინდა ვისაუბრო აბორტზე. აბორტის განმარტება ყველასთვის ნაცნობია ასე  თუ ისე. აბორტი არის ერთგვარი მკვლელობა.ის ისჯება კანონით, რადგან  ნაყოფი ცოცხალ არსებად ითვლება და მისი მოშორება მკვლელობად ითვლება.
აბორტი არის ქმედება, რომელიც შიცავს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ყველა ელემენტს.
საქართველოს შობადობისა და აბორტების  სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ვაჟთა დაბადების რაოდენობა აღემატება გოგონათა დაბადების  რაოდენობას. მათი გარჩევა იმის მიხედვით თუ შენი ნაყოფი ვაჟი ან გოგონაა მიუღებელია. თუმცა ეს სტატისტიკა  სამწუხარო რეალობაა.

კანაონმდებლობით საქართველოში აბორტი ორსულობის 12 კვირამდეა დასაშვები. თუმცა , კვლევებში აჩვენებს, რომ ქალები აბორტს გვიანი ორსულობის პერიოდში იკეთებენ, მაშინაც კი, როცა მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
   

           მე ვარ ადამიანი და მაქვს სიცოცხლის უფლება 

Saturday, March 26, 2016

რასიზმი (ფერადკანიანთა დისკრიმინაცია)

"რასიზმი''- არის კანის ფერის, რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილების საფუძველზე ადამიანის ჩაგვრა, დამცირება ,დისკრიმინაცია.
მინდა ვისაუბრო კანის ფერის გამო ადამიანთა ჩაგვრაზე და დისკრიმინაციაზე. ვინაიდან ჩემთვის აქტუალურ და ერთ-ერთ კველაზე მტკივნეულ თემას წარმოადგენს.
რასიზმის მსხვერპლი ძალიან ხშირად ხდებიან ''ფერადკანიანი''  ანუ " ზანგები",  "შავები" ''აფროამერიკელები''. მათი დისკრიმინაცია ხდება მხოლოდდამხოლოდ მათი კანის ფერის გამო რაც ყოვლად მიუგებელია ჩემთვის. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ მხოლოდ კანის ფერის გამო უარყო ადამიანი, არანაირ კონტაქტში შედიოდე მასთან   და გარიყული გყავდეს. თუმცა დროთა განმავლობაში ვეცნობოდი თუნდაც ისტორიას  საიდანაც ვიგებდი, რომ მე-20 საუკუნის 50 იან წლებამდე ხდებოდა მათი შევიწროება, ჩაგვრა, გარიყვა  სხვა მათგან განსხვავებული საზოგადოებიდან , მოკლეთ ხდებოდა მათი დისკრიმინაცია.
სიტყვა ''ნეგრი'' წარმოშობილია ესპანური სიტყვიდან და ნიშნავს ''შავს'' (იგულისხმება ფერი). თუმცა ეს ეპანური სიტყვა დღეს მიღებულია, როგორც ადამიანის  შეურაცმყოფაელი და შესაძლოა საქმე სასამართლომდეც მივიდეს.

დამტკიცებულია ,რომ აფროამერიკელების კანმა მუქი ფერი  შეიძინა მელანინის გამო. მელანინი არსებობს ''თეთრკანიანებშიც''  მაგრამ არა იმ რაოდენობით რაც ''ფერადკანიანებში''.

რასობრივი კატეგორიები მოძრავია და დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა აზრს ჩადებს ამაში თანამედროვე ადამიანი.
კარგად თუ დავუკვირდებით ამ დისკრიმინაციის ყველაზე საინტერესო და სევე თავის მხრივ ყველაზე მარტივ აზრამდე მივალთ, რომ მათი ნაკლი და ამ ყველაფრის (ვგულისხმობ დისკრიმინაციას) მიზეზი მხოლოდ მათი კანის ფერია.  რაც ჩემი აზრით თანამედროვე და მოაზროვნე ადამიანისთვის არანაირ  შეზღუდვას არ უნდა წარმოადგენდეს.

ვფიკრობდი რომ არანაირი რასობრივი დისკრიმინაცია კერძოდ ''ფერადკანიანთა''დისკრიმინაცია არ არსებობდა ,იქიდან გამომდინარე, რომ თუნადაც პრეტენზია გვაქვს დემოკრატიულობაზე სადაც ყველა ადამიანი თანასწორია განურჩევლად კანის ფერისა , რელიგიისა, მრწამსისა, ენის და ა.შ ჩვენდა სამწუხაროდ ასე არ ხდება რადგან უამრავი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია ამგვარი დისკრიმანაციის შესახებ.
საქართველოში სოციოლოგიური მიდგომა ამ საკითხისდამი ხშირ შემთხვევაში ძალიან განსხვავებულია და მიუგებელია ჩემთვის . მოგიყვანთ მაგალითს: ჩემი პატარა მეგობარი რომელიც საქართველოში რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა დაახლოებით 6 წლის იყო, შეიკვანეს ქართულ სკოლაში. ვიქტორია ნახევრად ქართველი  " მულატია" . რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ ბებია სკოლაში იყო დაბარებული სადაც გაიგო რომ ვიქტორია თავის თანატოლებს ჩაეკეტათ საპირფარეშოში და რამდენიმე საათის განმავლობაში იქ იმყოფებოდა.მიზეზი კი მისი განსხვავებული კანის ფერი იყო. ამის შემდეგ მოუწიათ რომ ვიქტორია ისევ ამერიკაში დაებრუნებინათ.
ამგვარი დისკრიმინაცია დაუშვებელია. ამით ირღვევა ამ ადამიანების ყველანაირი უფლება. ჩვენი მოვალება კი არის რომ სწორად ამგვარი დისკრიმინაციის ფორმები აღმოვფხვრათ . ამას შევუწყოთ ხელი თუნაც იმით, რომ მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია და  ავუხსნათ,რომ ისინი არ განსხვავდებიან მათგან და ისეთივე ადამიანები არიან როგორც ყველა.




რა არის უფლება?

 თავდაპირველად განვმარტოთ და გავიგოთ ზოგადად თუ რა არის '' უფლება ''
უფლება არის რაიმე მოქმედების, რაიმე კეთების , განხორციელები შესაძლებლობა.
უფლება ნიშნავს ადამიანისათვის მინიჭებულ შესაძლებლობას , საკუთარი შეხედულებისა და ინტერესების მიხედვით  განახორციელოს მოქმედებები , დაიცვას საკუთარი ინტერესები და სხვებსაც მოსთხოვოს ამ უფლებების დაცვა.
სხვადასხვა ურთიერთობებში სხვადასხვა უფლებები და მოვალეობები  გვაქვს, მაგალითად როგორც შვილს , უფლება გაქვს მშობლისაგან მზრუნველობა მიიღო, სკოლისგან კი-სათანადო განათლება. უფლებები და მოვალეობები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. არ არსებობს უფლება, რომელსაც არ შეესაბამება მეორე მხარის მოვალეობა.
არსებობს ორის სახის უფლება : 
  1.  ბუნებით ანუ აბსოლუტური უფლებები
  2.  შეზღუდული უფლებები.
ბუნებითი ანუ აბსოლუტური უფლებები დაბადებისთანავე მოიპოვება და მათი შეზღუდვა არ შეიძლება, მაგალითად, სიცოცხლის უფლება.
შეზღუდულია უფლებები რომელიც შეიძლება შეიზღუდოს - მაგალითად გადაადგილების უფლება.
''ადამიანის უბლებათა საყოველთაციო დეკლარაცია  '' - საერთაშორისო აქტია რომელშიც გამოცხადებულია ადამინის ძირითადი  პიროვნების უფლებები -სიცოცხლის, თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, მოქალაქეობის, დასვენების , განათლების და ა.შ.შ უფლებები. 
ეს უფლებები და თავისუფლებები ვრცელდება ყველა ადამიანზე განურჩევლად რასისა , კანის ფერისა,სქესისა, ენისა, რელიგიისა, პლიტიკური თუ სხვა მრწამსისა.